თავი ოცდამესამე: სახლი

94 10 5
                                        

საშინელი რამაა დანაშაულის გრძნობა. როგორც კი სხეულში შემოგიძვრება, მშვიდად მოკალათდება და არსად წასვლას აღარ აპირებს. დილიდან საღამომდე შენ სულს ჭამს ნელ-ნელა, მტკივნეულად და თუ არ შეაჩერე, შეიძლება საკუთარი თავიც კი დაგაკარგვინოს.

ამარის გრინვალდი მუხლებზე დამხობილი ყველაზე ტრაგიკულ სანახაობს შესცქეროდა და თვალს ვერ წყვეტდა. არ შეეძლო გვერდით გაეხედა და ამიტომ დაჟინებით უყურებდა დაბრია დუნქელის გათეთრებულ სახეს, რომელსაც სიცოცხლის ნიშანწყალი აღარ ეტყობოდა. არ შეეძლო არ შეეხედა მის მკლავებში მოქცეული პატარა არსებისთვის, რომელმაც ვერც კი მოასწრო დედის თბილი შეხების გრძნობა.

დანაშაულის გრძნობა ჭამდა და არ შორდებოდა ის აზრი, რომ დედა-შვილის გარდაცვალება მისი ბრალი იყო. იქნებ, დაბრიასთვის ამდენი სიარული რომ არ ეიძულებინა... ან უფრო ადრე შეემჩნია აალებულ შენობაში რომ იყო... ან... ან... ჰარის ხმამაღალი ყვირილი არც კი ესმოდა, მისი გონება სხვაგან დაცურავდა, ცდილობდა მოსმენილისა და ნანახისგან გაქცევას, მაგრამ რეალობა მწარედ ეჯახებოდა და აიძულებდა მისთვის თვალის გასწორებას.

-ამარის, გთხოვ გამოფხიზლდი. რუთი უსაფრთხო ადგილას უნდა წავიყვანოთ.-გოგონა ჰარის ღრიალმა ძლივს გამოაფხიზლა.

-აქ ვერ დავტოვებთ. მათ აქ ვერ დავტოვებთ.-მხოლოდ ამის წარმოთვა მოახერხა და ჰარის მკლავებში მოქცეული ატირდა. ტიროდა ისე, როგორც არასდროს უდტირია. რადგან დაბრიას და კლაუსის გარდაცვალება მისი ბრალიყო. რადგან ვერ მოახერხა საკუთარი სახლის დაცვა და ისიც კი არ იცოდა, მისგან რა დარჩენილიყო. ტიროდა, რადგან არ იცოდა როგორ დაეცვა რუთი და ჰარი და სად იყო მისი და.

-მათი აქ დატოვება მოგვიწევს. როცა ყველაფერი ჩამთავრდება, აუცილებლად დავმარხავთ.-ჰარიმ გოგონას სახე ხელებში მოიქცია და მისი შოკიდან გამოყვანა სცადა.-გპირდები. ახლა კი ჩემთან ერთად ისუნთქე. აი, ასე.

იქ [H.S.]Where stories live. Discover now