ადამიანებს სხვადასხვანაირად უყვართ, ანუ სხვადასხვანაირი სიყვარული არსებობს. ამ აზრს ბავშვობიდან შეჩვეულნი ვართ. სინამდვილეში კი იმის უმეტესობა, რასაც სიყვარულად მოიხსენიებენ, ერთნაირად უფერულია. შეყვარებულ წყვილთა უმეტესობა ია–ვარდებით მოფენილ ბილიკს გადის და, საბოლოო ჯამში, ცხოვრებას ერთმანეთს უკავშირებს. მაგრამ მათ, ვისაც ერთმანეთი ნამდვილად და ძლიერად უყვართ, სულ სხვა გზის გავლა უწევს. გზის, რომელიც არც ერთისთვისაა მარტივი. სწორედ ამაში იმალება მთელი არსი. ეს გამოცდაა, მათი სიყვარულის გამოცდა. თუ ყველაფერს გაუძლებ, ბედნიერად დაამთავრებ. თუ არადა, ვინ იცის...
ამარის გრინვალდი კარცერში იყო. ის ადგილი, სადაც ოდესღაც ჰარი ჰყავდათ დატყვევებული, ახლა მისი სისხლით მოთხვრილიყო. რამდენიმე საათი გასულიყო მას შემდეგ, რაც ჯენისმა მის სხეულში რაღაც უცნობი სითხე შეუშვა. ამარისს ეგონა ტკივილისგან გონებას დაკარგავდა. მაგრამ, სამწუხაროდ, ფხიზლად იყო და თითოეულ უჯრედში აუტანელ ტკივილს გრძნობდა. ჯენისი გამუდმებით იმას ეკითხებოდა, სად ინახავდა დოილი საიდუმლო იარაღს, რაზეც მას პასუხი არ ჰქონდა, მაგრამ ქალს არ სჯეროდა.
გოგონა მომხდარისგან გათანგული იატაკზე ეგდო და მძიმედ სუნთქავდა. მთელი ძალით ცდილობდა სხეულის წამოწევას და გაბრძოლებას, მაგრამ უშედეგოდ. ძირს ისე აკრულიყო, თითქოს ზემოდან უხილავი ძალები აწვებოდა და მოძრაობის საშულებას არ აძლევდა. გოგონა ხედავდა, როგორ შემოიყვანეს მისი ბანაკელები, დაჭრილნი, დაშავებულნი. იარაღი ყველას ჩამოართვეს და ჩვეული მცველების ადგილი ჯენისის ხალხმა დაიკავა.
ქალს ეტყობოდა, მოთმინებას კარგავდა და ამარისი ფიქრობდა, რომ დიდი დრო აღარ დარჩენოდა. ჯენისი რატომღაც დარწმუნებული იყო, რომ მას საიდუმლო იარაღის ადგილსამყოფელი უნდა სცოდნოდა. ერთადერთი, რაც ამარისს აწყნარებდა ის იყო, რომ მისი და, ჰარი და რუთი ამ ყველაფრისგან შორს, შედარებით უსაფრთხოდ იყვნენ.
YOU ARE READING
იქ [H.S.]
Fanfictionამარისი ტყის განაპირა ცხოვრობს თავის დასთან ერთად. ბუნებაში ცხოვრება სასიამოვნოც კი უნდა იყოს, მაგრამ მას აქაურობა ეზიზღება, ეზიზღება მთელი სამყარო, რადგან გადარჩენისთვის ბრძოლა უპირველესი გახდა. ჰარი კი მოულოდნელად გამოჩნდა ტყიდან და გოგონას ცხოვრე...
![იქ [H.S.]](https://img.wattpad.com/cover/189874467-64-k897501.jpg)