თავი ოცდამეერთე: შემოდგომა

75 6 3
                                        

ისეთი დღეებიც არსებობს, როდესაც ბედნიერებით მოცულს გაქცევის სურვილი გიჩნდება, რადგან გეშინია, რომ ეს გრძნობა დიდხანს არ გაგყვება. გინდა სადმე, პატარა ადგილას შეიყუჟო და მარტო დარჩე სასიამოვნო შეგრძნებასთან იმისთვის, რომ მთლიანად შეიგრძნო, დატკბე მანამ, სანამ ცხოვრება კიდევ ერთხელ გამოაჩენს საკუთარ კლანჭებს და გატკენს.

ამარის გრინვალდი თავისი ფურგონის გარეთ მიწაზე იჯდა და ცივ წყალში ტანსაცმელს სწრაფად რეცხავდა. სახეზე იმხელა ღიმილი გადაკვროდა, თითქოს ამაზე სასიამოვნო საქმე არ არსებობდა დედამიწის ზურგზე.

-ამარის.-მოესმა მართას ხმა. გოგონა სწრაფი მაბიჯებით მოდიოდა მისკენ. 

-რა ხდება?-იკითხა ამარისმა, როდესაც მის სახეზე დაღლა შენიშნა.

-აბიგაილი ავად არის და ბავშვების მოვლა მარტოს მიწევს. შეგიძლია დამეხმარო?-მართას ტუჩები გაბუსხა და ამარისს ფრთხილად აკვირდებოდა.

-რა თქმა უნდა. ახლავე მოვრჩები და მოვალ.

-მადლობა. გადამარჩინე.-გოგონას სახეზე მკრთალი ღიმილი აღიბეჭდა და მალევე უკან, ფურგონისკენ გაბრუნდა.

ამარისმა გარეცხილი ტანსაცმელი წვრილ თოკზე ფრთხილად გადააფინა. ჰარის გასძახა, რომ მალე დაბრუნდებოდა და მართლას მიერ გავლილ გზას გაუყვა.

ჰარი სტაილსი ფურგონს მიყრდნობილი წიგნს ფურცლავდა და ბულგაკოვის ჯადოსნურ სამყაროში მოგზაურობდა. ძველი წიგნის სუნს ნაცნობ ადგილას, სახლში გადაჰყავდა და სიმშვიდით მოცული ხარბად ისუნთქავდა სუფთა ჰაერს, რომელსაც თან ბედნიერების არომატი ჰქონდა შერეული.

-კარგი წიგნია.-გაისმა მოულოდნელად სერიოზული ხმა.-თუმცა უკეთესებიც წამიკითხავს. 

-მაგალითად?-ჰკითხა ჰარიმ დაბრია დუნქელს, რომელიც ღია ფერის ტანსაცმელში გამოწყობილი ზემოდან დასცქეროდა. ქალს ხუჭუჭა, მოკლე თმა მკაცრად შეეკრა, რამაც მისი ბრიალა თვალები კიდევ უფრო გამოკვეთა.

იქ [H.S.]Where stories live. Discover now