თავი მეცხრე: ღვინო

103 10 3
                                        

ამარისს გრილი სიო სახეზე სასიამოვნოდ ელამუნებოდა. გოგონა ფურგონის კართან იდგა და თავისი დის, ომიშას გამოჩენას ელოდა. დილით მომხდარმა ამბებმა სულ დაავიწყდა მისი პატარა და წვრთნაზე რომ იყო. ამარისს ახლაც ცხადად ახსოვდა მისი დაბადება, პირველი სიტყვა, ფეხის ადგმა და ვერ დაეჯერებინა, რომ ის პატარა არსება, რომელსაც ორ ხელში მარტივად მოიქცევდა და აქეთ-იქით დაატარებდა, უკვე ასე გაზრდილიყო. ერთი მხრივ, სიამაყით ივსებოდა, აქამდე რომ მოვიდნენ, ერთმანეთი რომ გაიტანეს, მაგრამ იმის წარმოდგენა, რომ ომიშას ბავშვობა სრულდებოდა მუცელს უტრიალებდა.

ომიშა თავის მეგობრებთან ერთად მალე გამოჩნდა, სახეზე ღიმილი გადაკვროდა და თავისიანებს თბილად ემშვიდობებოდა. ამის შემხედვარე ამარისს ჩაეღიმა, გული დაუმშვიდდა, რადგან ხედავდა, რომ მისი და უვნებელი იყო. მაგრამ მალე უკან აბელი ამოუდგა და ფურგონისკენ ერთად დაიწყეს სიარული. გოგონა მოულოდნელად დაიძაბა, მისი ფიქრები უარყოფითის გარშემო დატრიალდა და აზრების მოკრებას ვეღარ ახერხებდა, მანამ, სანამ აბელს სახეზე თბილი ღიმილი არ გადაეკრო.

-შენი და ძალიან ყოჩაღია.-ამარისმა შვებით ამოისუნთქა და ომიშას მხარზე ხელი მოხვია.-შენსავით უშიშარია.

-გმადლობ, აბელ.-ამარისმაც ღიმილით უპასუხა და ფურგონში შესვლას აპირებდა, როცა კაცმა ანიშნა სალაპარაკო მაქვსო.

-რა ხდება?

-დამშვიდდი, ამარის, ყოველთვის ასეთი დაძაბული ნუ ხარ. შემდეგი ატომური ომი ჩვენგან ძალიან შორსაა.-ხუმრობა სცადა აბელმა, მაგრამ მალევე დასერიოზულდა, როცა შეატყო რომ გოგონას არ ეცინებოდა.-ჩვენს ტყვეზე მინდა დაგელაპარაკო, ჰენრიზე თუ ვინც არის.

-ჰარი.-შეუსწორა ამარისმა და შეამჩნია, გაკვირვებისგან როგორ აეზიდა კაცს წარბები.

-ჰო, ჰარი. დაბრიამ გადაწყვეტილება შეცვალა, ჰარიზე მუშაობას ჯეიდენი ყოველ დღე გააგრძელეს, ამ დროს კი შენ მისი ნდობის მოპოვება გევალება.

იქ [H.S.]حيث تعيش القصص. اكتشف الآن