ბნელ და სასიკვდილო სიჩუმეში ჩაფლულ ღამეს მხოლოდ მოციმციმე ვარსკვლავები ანათებდა. ამარისი კარცერის კართან ჩამომჯდარიყო და მაჯის საათის წიკწიკი ტვინში ურტყამდა. ერთი, ორი, სამი... ერთი, ორი, სამი... საათი არ ჩერდებოდა თითქოს იმის სიმბოლოდ, რომ დრო ნელ-ნელა მიიზლაზნებოდა და გოგონას კარს მიღმა რამდენიმე საათი გაეტარებინა. ერთადერთი დადებითი ის იყო, ჰარი რომ მომკვდარიყო ექიმი აქამდე გამოვიდოდა და ეტყოდა, ამიტომაც ახარებდა ის ფაქტი, ბიჭი ჯერ კიდევ ცოცხალი რომ იყო.
თავს კოცნაზე ფიქრის უფლებას არ აძლევდა. გულით და გონებითაც იცოდა, ეს უდიდესი შეცდომა იყო, ვერ ვხვდებოდა რაზე ფიქრობდა და ასეთი რამ როგორ დაუშვა. ალბათ, იმაზე, რომ ბიჭი შეიძლება ნებისმიერ წამს მომყვდარიყო. დიახ, სწორედ ამიტომ გამოიჩინა ეს სისუსტე, რომელიც, არავითარ შემთხვევაში, აღარ უნდა განმეორებულიყო. ამასობაში კარი ჭრაჭუნით გაიღო და თეთრ ხალათში გამოწყობილი მისის როჯერში გამოვიდა სწრაფი ნაბიჯებით.
-ამარის, ძვირფასო.-მიუბრუნდა გოგონას.-პაციენტი საკმაოდ მძიმედაა, მაგრამ საგანგაშო არაფერია. ბევრი სითხე, დასვენება და სიმშვიდე სჭირდება. ხვალ ისევ მოვალ და დავხედავ.
-მადლობა, მისის როჯერს.-გოგონამ თავი დაუკრა და კარის სახელურის გადასატრიალებლად მოემზადა.
-აჯობებს თუ ამაღამ არ შევაწუხებთ. ხომ გითხარი, დასვენება სჭირდება.-ქალმა ცხვირზე ჩამოვარდნილი სათვალე გაისწორდა და ამარისს ნაღვლიანი მზერით ჩაუარა.
გოგონამ გადაწყვიტა მისის როჯერსისთვის დაეჯერებინა და ჰარი არ შეეწუხებინა. თანაც, ის დაბრიასთან უნდა წასულიყო, რადგან აქაურობის დედოფალმა დაიბარა. ზლოზინით გაუყვა მინდორს და თან გააჟრჟოლა იმის გაცნობიერებისას, რამდენად ჩუმი იყო დღევანდელი ღამე. ფოეიში დამდგარი ყოყმანობდა, იცოდა დაბრიას ჰარიზე ლაპარაკი და სპესინზე ყველაფრის გაგება რომ სურდა. ვერ ეტყოდა, ბიჭმა მოყოლა დააპირა, მაგრამ სინდისის ქენჯნის გამო არ დავაცადეო. ამ გრძელ, საზარელ კიბეებს კიდევ ერთხელ აუყვა და დოილის კაბინეტში დივანზე წამოწოლილი ქალი შენიშნა. ტრადიციულად ხელები მუცელზე დაესვენებინა, მაგრამ ამჯერად მისი პირქუში გამომეტყველება სადღაც გამქრალიყო, თვალებდახუჭულს სიმშვიდე გადაკვროდა სახეზე. ამარისის ფეხის ხმაზე ქალი შეკრთა, მაგრამ გოგონას დანახვისას მალევე გამოფხიზლდა და ნელა წამოჯდა.
![](https://img.wattpad.com/cover/189874467-288-k897501.jpg)
VOUS LISEZ
იქ [H.S.]
Fanfictionამარისი ტყის განაპირა ცხოვრობს თავის დასთან ერთად. ბუნებაში ცხოვრება სასიამოვნოც კი უნდა იყოს, მაგრამ მას აქაურობა ეზიზღება, ეზიზღება მთელი სამყარო, რადგან გადარჩენისთვის ბრძოლა უპირველესი გახდა. ჰარი კი მოულოდნელად გამოჩნდა ტყიდან და გოგონას ცხოვრე...