დილის ცხრა საათი იქნებოდა. მზე ხეებს შორის არსებულ სივრცეს არღვევდა და მსუბუქად ეთამაშებოდა აბელ ბელინსკი დაღლილ სახეს. კაცი თანმხლებ პირებთან ერთად ნელ-ნელა მიიწეოდა წინ. მისი სიარულის მანერაში, ერთი შეხედვით, დამარცხებას ამოიკითხავდით. მაგრამ თვალებში იმედის ნაპერწკალი ჯერ კიდევ უკიაფებდა. დაღლილობის მიუხედავად მტკიცე გამოხედვა ჰქონდა. ეს სიმტიცე იმაზე ფიქრით მოდიოდა, რომ სახლში დაბრუნებული თავის ცოლს მოეხვეოდა და ჯერ კიდევ მუცლადმყოფ კლაუსს შორიდან მოახვედრებდა რამდენად უყვარდა.
აბელი დაღონებული იყო. დაღონებული იმით, რომ სპესინის პოვნის კიდევ ერთი მცდელობა უშედეგოდ დასრულდა. სახლში ხელცარიელი ბრუნდებოდა, მაგრამ იცოდა, დანებებას არ აპირებდა. არ მოისვენებდა, სანამ იმ ქალაქს არ მიაგნებდა, სადაც ძველი ცხოვრების დაბრუნების შესაძლებლობა ექნებოდა. თითქოს ამ ქალაქში შეცდომების გამოსწორებას ან წარსულის წაშლას შეძლებდა.
კაცი ამარისზეც ფიქრობდა. მასზე ნერვიულობდა კიდეც, მაგრამ არ იცოდა ამ ამბოხებული გოგონასთვის რა მოეხერხებინა. ვერც იმას გაანდობდა, რატომ ადარდებდა მისი ბედი ასე ძალიან და ვერც პრივილეგიებით სარგებლობის უფლებას მისცემდა. ომიშას უნდა ებძოლა, სხვა გამოსავალი არ იყო. იცოდა, გოგოს რომ ეზიზღებოდა და ეს თავისი იმპულსური ხასიათის დამსახურება იყო. რაღაც მხრივ, ერჩივნა კიდეც ასე ყოფილიყო. დაბრიას თანსაწრებით ამარისისთვის კარგი მამობის გაწევის იდეა, საერთოდ არ ხიბლავდა. ამარისს მოუწევდა მის ბრძანებას შეგუებოდა.
აბელი სახლთან ახლოს იყო და ნაცნობი პეიზაჟების დანახვისას, სულ უფრო და უფრო დუნდებოდა. მაგრამ ტყეში უფრო ღრმად შესულს საზარელი სურათი დახვდა. სისხლით მოთხვრილი ხეები და მიწა, უსულო გვამები. წინ ნაბიჯების გადადგმის ეშინოდა, რადგან არ იცოდა, რა დახვდებოდა შინ.
![](https://img.wattpad.com/cover/189874467-288-k897501.jpg)
ESTÁS LEYENDO
იქ [H.S.]
Fanficამარისი ტყის განაპირა ცხოვრობს თავის დასთან ერთად. ბუნებაში ცხოვრება სასიამოვნოც კი უნდა იყოს, მაგრამ მას აქაურობა ეზიზღება, ეზიზღება მთელი სამყარო, რადგან გადარჩენისთვის ბრძოლა უპირველესი გახდა. ჰარი კი მოულოდნელად გამოჩნდა ტყიდან და გოგონას ცხოვრე...