თავი მეექვსე: შეხვედრა

135 15 2
                                        


ამარისი და აბელი ღრმა ფიქრებიდან ხმაურმა გამოაფხიზლა. ორივე ფეხზე წამოდგა, როცა ტყიდან მორბენალი ფიგურა დაინახეს. მაგრამ სანამ იარაღის ხელში აღებას და დამიზნებას მოასწრებდნენ, ბიჭი უკვე ბალახებში ეგდო უგონოდ. აბელმა გოგონას ანიშნა, რომ პირველი თვითონ წავიდოდა წინ, დატენილი იარაღი მოიმარჯვა და უცნობისკენ ფრთხილი ნაბიჯები გადადგა. ამარისიც უკან მიყვებოდა და როცა დაინახა ბიჭის გაოფლილი, გაფითრებული სახე და შეჭმუხნული წარბები, ხელში მაგრად ჩაბღუჯებული რევოლვერი ძირს დაუშვა. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, აბელი იგივეს გაკეთებას არ აპირებდა. მისი ავტომატი, რომელიც მოქნილად ეკავა ხელში, უცნობის სხეულისთვის დაემიზნებინა და სადაც იყო ჩახმახს თითს გამოჰკრავდა.

-რა ჯანდაბას აკეთებ?-ბოლო ხმაზე იკივლა ამარისმა, სანამ საკუთარი თავის შეჩერებას მოახერხებდა და გვიან გაანალიზა, მისი მხრიდან როგორ სულელურად და მიამიტურად ჟღერდა ეს კითხვა.

-მტერს ვიშორებ თავიდან.-აბელის სახეზე დაბნეულობა აღბეჭდილიყო, ვერ გაეგო რა ბზიკმა უკბინა მას, რადგან იგივე გოგონას თანსაწრებით საკმაოდ ბევრჯერ გაუკეთებია.

-არა, შეჩერდი!-კაცი ისე შესცქეროდა თითქოს გაგიჟებულიყო, მაგრამ უბრალოდ აღარ შეეძლო კიდევ ერთი სიკვდილის ყურება. ისეთი შეგრძნება ჰქონდა, რომ თუ აბელს ამის უფლებას მისცემდა, საკუთარ თავს ამდენ ცოდვას ვეღარ აპატიებდა. ნერწყვი გადაყლაპა და რაც შეიძლებოდა დამაჯერებლად თქვა.-დარწმუნებული ვარ, დოილი აქ რომ იყოს, ამის წინააღმდეგი იქნებოდა.

-ვითომ რატომ?-ჩაეცინა მას.

-იმიტომ, რომ არც კი ვიცით ეს ბიჭი საიდან მოვიდა. ჩამოცმულობით არც ერთ მეზობელ კლანს არ ჰგავს, იარაღიც კი არ აქვს თან.-მეტი დამაჯერებლობისთვის ამარისმა უცნობის გაჩხრეკა დაიწყო და თვითონაც გაოცებული დარჩა, ვერაფერი რომ ვერ აღმოაჩინა.

იქ [H.S.]Место, где живут истории. Откройте их для себя