თავი მეთხუთმეტე: წარსულის აჩრდილი

84 8 4
                                        

სილვასის ტყეს მთვარის შუქზე ეძინა და მშვიდად ფშვინავდა. ბუს, რომელსაც მოკლე და მოკაუჭებული ნისკარტი ჰქონდა, თვალები დაეჭყიტა და მსხვერპლის დასატაცებლად გამზადებულიყო. ციცინათელა კი აბელ ბელინსკის თავზე დაფრინავდა და უცნაურ ფერად ანათებდა. ოცდაათ წელს მიტანებული კაცი ხეს ზურგით მიყრდნობოდა და შეწუხებული იერი გადაკვროდა სახეზე, რომელიც გამოქანდაკებულს მიუგავდა. მესამე ღამე იყო მას შემდეგ, რაც პატარების გუნდი ტყეში წამოიყვანა წვრთნისთვის და უკვე ყელში ამოსვლოდა ეს ყველაფერი. ახლაც უყურებდა ზოგიერთ მათგანს როგორ მოეწყო ბინა ხეზე და შეძლებისდაგავარად კომფორტულად მოკალათებულიყო.

ათასგვარი ფიქრები დაძრწიალებდა აბელის გონებაში, ერთმანეთში ძაფივით იხლართებოდა და ისეთი გრძნობა უშნდებოდა, რომ მათ მიერ შექმნილს კვანძს ვერაფერი გახსნიდა.

-კარგად ხარ?-მოესმა უცებ ომიშას ხმა და გაკვირვებულმა შეხედა, რადგან რამდებიმე წუთის წინ გოგონა სეკვოიას მაღალ ხეზე ამძვრალიყო.

-კარგად ვარ. აქ რას აკეთებ?

-ზემოდან გიყურებდი და მოწყენილი მომეჩვენე. ვიფიქრე, დალაპარაკება გენდომებოდა.-მიმართა გოგონამ და გვერდით მიუჯდა.

აბელს მის საქციელზე გაეცინა და ამარისი გაახსენდა, რომელიც ზუსტად ასეთი კეთილი იყო, მაგრამ ამის აღიარების უფლებას არც სხვას და მითუმეტეს არც საკუთარ თავს არ აძლევდა. კაცი ომიშასკენ მიბრუბდა და ცისფერ თვალებში ჩააცქერდა, რომლებიხ სიბნელეში ძვიეფასი ქვებივით კაშკაშებდნენ.

-არ მინდა უხეშად გამომივიდეს, მაგრამ ჩემი მოწყენა-არმოწყენა შენი საქმე სულაც არ არის.

-კარგი, მაგრამ მეგობარი თუ დაგჭირდება, იცოდე, აქ ვარ.

აბელი უყურებდა როგორ მიაბიჯებდა თორმეტი წლის, გაჩხინკული გოგობა, რომელმაც წამის წინ იმ კაცს შესთავაზა მეგობრობა, რომელიც სიკეთეს საერთოდ არ იმსახურებდა და ფიქრობდა, როგორ შეიძლებოდა ამ ადგილას ვინმე ასეთი სუფთა ყოფილიყო. როგორ შეიძლებოდა ამ სამყაროს ოდნავ მაინც არ შეეცვალა ნებისმიერი ადამიანი, თუნდაც ამ ასაკში. მისი თანატოლები უკვე ნამდვილ სილვარისელებად ჩამოყალიბებულიყვნენ და ყველაფერს უსიტყვოდ ასრულებდნენ. ამარისიც კი, მიუხედავად იმისა, რომ მთელი არსებით, შინაგანად ებრძოდა აქაურო სამყაროს, რაღაც დოზით მისი ნაწილი იყო, ომიშა კი-არა.

იქ [H.S.]Where stories live. Discover now