ამარისი ერთ ადგილას გაყინულიყო და ხმის ამოღება ვერ მოეხერხებინა, ბიჭი კი მოთმინებით ელოდა. უცნობთან პირველი საუბარი ასეთი არ წარმოედგინა, მეტ დაძაბულობას ან ჩხუბს ელოდა.
-მე.. მე ამარისი მქვია.-თქვა ბოლოს.
-ამარისი? ლამაზია სახელია, ღვთისგან შეპირებულს ნიშნავს.-ჰარი ისევ ისეთი ღიმილით იკრიჭებოდა, გოგონას კი იქაურობიდან სასწრაფოდ გაცლის სურვილი დაეუფლა, რადგან ამარისი ამ წამს მასში მაინც მტერს ხედავდა. აქაურმა სამყარომ საბოლოოდ მოახერხა ის, რომ ადამიანების ნდობა გაუქრო.
-ჰო, დედაჩემს ყოველთვის უნდოდა ეს შეეხსენებინა, რათა სიცოცხლე სათანადოდ დამეფასებინა. ბავშვობაში სულ მეუბნებოდა, ჩემი სახელი იმის აღმნიშვნელი იყო, რომ მისთვის უდიდეს საჩუქარი ვიყავი.-ამარისმა როგორც კი შეამჩნია, რომ ბიჭი მშვიდად იჯდა საწოლზე და არაფერს აპირებდა, ფრთხილად აიღო იარაღი და მაგიდასთან ჩამოჯდა.
–იარაღი რად გინდა?-წამიერად გამოფხიზლდა ბიჭი.
–რა იყო, გეშინია?
–სულაც არა, უბრალოდ ცნობისმოყვარეობაა.
–რად მინდა და რომ არ გამექცე.
–რატომ გგონია რომ გავიქცევი?
–რატომ არ უნდა მეგონოს რომ გაიცქევი?–კითხვითვე უპასუხა ამარისმა და ჰარის რეაქციაზე ჩაეღიმა. თან დაჟინებით აკვირდებოდა და ცდილობდა მის სახეზე გამოსახული ნებისმიერი ემოცია ამოეკითხა, შეესწავლა იგი.
–სწორი შენიშვნაა, თუმცა წასასვლელი არსად მაქვს.–ბიჭი თანდათან დამშვიდდა და შინაურული ხასიათი დაუბრუნდა.-ამარის, რა ადგილას ვართ? რა ქვია აქაურობას?
-გეტყვი, თუ გამიმხელ საიდან მოდიხარ.-გოგონას ტონში საოცარი სიმშვიდე იგრძნობოდა, თითქოს ამარისმა საბოლოოდ გააცნობიერა, რომ სიტუაციის მართვის სადავეები მას ეპყრა ხელთ.
YOU ARE READING
იქ [H.S.]
Fanfictionამარისი ტყის განაპირა ცხოვრობს თავის დასთან ერთად. ბუნებაში ცხოვრება სასიამოვნოც კი უნდა იყოს, მაგრამ მას აქაურობა ეზიზღება, ეზიზღება მთელი სამყარო, რადგან გადარჩენისთვის ბრძოლა უპირველესი გახდა. ჰარი კი მოულოდნელად გამოჩნდა ტყიდან და გოგონას ცხოვრე...
![იქ [H.S.]](https://img.wattpad.com/cover/189874467-64-k897501.jpg)