თავი პირველი: მოგზაურობა

473 23 2
                                        

ცივი და სუსხიანი ზამთარი ნელ-ნელა მინელდა. პირქუში ცა მზის სხივებმა გაანათა. ხეები მწვანე ფოთლებით შეიმოსა, რომელებზეც დილის ნამი მარგალიტივით ბრწყინავს. თითქოს ზამთარმა უხასიათობაც გაიყოლა. ხალხი გარეთ გამოსულა და ტკბება კარგი ამინდით და გრილი სიოთი, რომელიც საამოდ ელამუნება მათ სახეებს. გაღიმებული მიუყვება სამუშაოსკენ მიმავალ გზას, ერთი შეხედვით, არაფერი აქვთ სადარდო და ია-ვარდებით მოფენილი ცხოვრებით ცხოვრობენ. თითქოს, არაფერი უჭირთ, მაგრამ იქნებ გულის სიღრმეში ისევე არიან მოუსვენრობით შეპყრობილნი, როგორც ამარის გრინვალდი, რომელიც ჩვეულებისამებრ თავის ფურგონთან ზის და ცდილობს, დასვენების საათები მაქსიმალურად გამოიყენოს. გონება გამორთოს და არაფერზე იფიქროს, მხოლოდ ხედით დამტკბეს. სიმწვანეში ჩაკარგული ბალახზე გაწვა და თვალები დახუჭა, ღრმად ჩაისუნთქა სუფთა, სხვადასხვა მცენარის სუნით გაჟღენთილი ჰაერი. ასეთ დროს ყოველთვის ეგონა, რომ მარტო იყო, მარტო მთელს დედამიწაზე და არავინ მოიძებნებოდა ისეთი, ვინც ამ იდილიას დაურვევდა.

ამიტომაც იმ საშინელ ადგილს, რომლიდან თავის დაღწევის არანაირი გზა არ არსებობდა, ფიქრებით მაინც სცილდებოდა და მიდიოდა იქ. იქ, საიდანაც სინათლე გამოსჭვავის, სადაც არსებობს იმედი, სიკეთე და სიყვარული. სადაც შეგიძლია იყო ის, ვინც გინდა, რომ იყო და არა მებრძოლი, რომელსაც გადარჩენისთვის ყოველდღე უწევს ბრძოლა არამხოლოდ გარესამყაროსთან და დაბრკოლებებთან, არამედ, პირველ რიგში, საკუთარ თავთან. ფიქრებით ამარისი შორს იყო, იმედის ქალაქში, რომელიც ხალხით იყო გადაჭედილი, მაგრამ ამის მიუხედავად, მაინც ბევრად უკეთ გრძობდა თავს, ვიდრე ცალიერ, ვრცლად გადაჭიმულ მინდორზე, სადაც ტყიდან მომავალი ხმები საამოდ ჩაესმოდა ყურში, სახეზე მზის სხივები დათამაშებდა, თუმცა ჰაერს, რომელსაც მის ფილტვებში უნდა ჩაეღწია ყველაზე მთავარი, თავისუფლება, აკლდა. იქ კი მზე საშინლად აცხუნებდა, სიცხისგან გაოფლილ ამარისს მხოლოდ მანქანების ძრავის გუგუნი და ბაზრობის ხმაური ესმოდა, მაგრამ სახეზე მაინც შენიშნავდით უჩვეულო ღიმილს, რადგან ის თავისუფალი იყო. შეეძლო გზა გაეგრძელებინა, ქუჩა გადაეკვეთა და კაფეში შესულიყო, სადაც ნაყინს მიირთმევდა ან ნამცხვარს შეჭამდა. იმდენად კონცენტრირებული ფიქრობდა ამ ყველაფერზე, რომ თითქმის შეიგრძნობდა ნაყინის ცივ და ამავდროულად საოცრად ტკბილ გემოს. ახოვს დედა რომ უყვებოდა ნაირ-ნაირ საჭმელებზე, საათობით ეჯდა გვერდით და თითოეული მათგანის გემოს დეტალურად აღუწერდა. ამარისი კი აქ მოგზაურობის დროს, ყოველთვის წარმოიდგენდა როგორ აგემოვნებდა თითოეულ მათგანს. აინტერესებდა ჰამბურგერის, პიცის, ნაყინის ან ბრაუნის ჭამის შემდეგ თუ იგრძნობა ისეთ უსაზღვრო ბედნიერებას, როგორსაც ბავშვობაში მათზე საუბრის მოსმენისას გრძნობდა.

იქ [H.S.]Où les histoires vivent. Découvrez maintenant