თავი მეთექვსმეტე: სიზმარი

88 10 8
                                        

დილით მზე რომ ათასგვარ ფერად ააბრდღვიალებს ტყეს, სწორედ მაშინ უნდა შეაბიჯო მასში, რათა იგრძნო, როგორ გადმოდის ეს ფერები შენს სხეულში რაღაც მაგიური ძალით და ბედნიერებით გავსებსო, ხშირად ეტყოდა დედა ამარისს. გოგონა სილვასის ტყეში დაბნეული მიაბიჯებდა და ვერ გაეგო ასეთ დროს ამ ადგილას ფეხშიშველი რატომ იყო. მიწა ფეხის გულებს ატკიებდა, უკაწრავდა, მაგრამ მთელი სხეულით გრძნობდა გზა რომ უნდა გაეგრძელებინა. ხეებს შორის მიდიოდა და თითოეულ მათგანს ისე ეხებოდა, თითქოს საკუთარი კვალი უნდა დაეტოვებინა, რათა უკანდასაბრუნებული გზისთვის მიეკვლია. გრილი სიო ამარისს სახეზე ელამუნებოდა, კეკლუცად ეთამაშებოდა და თითქოს ეჩურჩულებოდა, მოდი, დამიჭირეო. სიოსთან ერთად კიდევ ვიღაც ან რაღაც ეჩურჩულებოდა ხრინწიანი ხმით, იმდენად ცივით, რომ გოგონას ტანში ჟრუანტელი უვლიდა.
-ამარის... ამარის... სად ხარ?-არ წყდებოდა ხმა და ყოველი სიტყვა უფრო და უფრო ყინულოვანი იყო.
გოგონა იმდენად შეაკრთო ამ ერთდროულად ნაცნობმა და უცნობმა ტემბრმა, რომ ნაბიჯებს აუჩქარა და ახლა უკვე სირბილით მიიკვლევდა გზას.
-ამარის... ამარის...-მზე ჰორიზონტისკენ იწევდა, ცას ფერები ემატებოდა, ხმა კი მაინც არ წყდებოდა. ამარისი გარბოდა, იქამდე გარბოდა, სანამ სრულიად გათანგულმა ქვას ფეხი არ წამოკრა და მიწაზე გაიშხლართა.
სანამ წამოდგომას მოახერხებდა, თავზე ჰარი სტაილსი წამოადგა, რომელიც არსაიდან გაჩნდა. ბიჭს თვალები ტყისფერად უციმციმებდა, სახიდან კი ჩვეული ღიმილი გამქრალიყო და მისი ადგილი უფრო ცივს, ავისმომასწავებელს დაეკავებინა.
-ჰარი, აქ რას აკეთებ?- შეიცხადა გოგონამ და წამოდგომა სცადა, რისი საშუალებაც ბიჭმა არ მისცა.
-ამარის...-ჰარის ხმა და ჩურჩული ერთმანეთს შეერწყა.-შენ მტერი ხარ, მტერი უნდა მოკვდეს.
დაიჩურჩულა და გოგონას ყელზე დანა მიაბჯინა, რომლის წვერმაც ამარის კანი ოდნავ გაუჭრა.
-შენ მტერი ხარ, მტერი უნდა მოკვდეს.-ჰარის თვალები ჩამუქებოდა და სახეზე ხეების ჩრდილები გადაფარვოდა, რამაც შემაძრწუნებელი იერი მისცა და ამარისს ყვირილი აიძულა.
-ამარის, რა გჭირს? რა ხდება?-როცა გოგონამ თვალები გაახილა, მაშინვე ბიჭის სახე შეეჩეხა ცხვირწინ. შეშინებულმა ინსტიქტურად მომუშტული ხელი სახეში მოუქნია.
-ამის დედაც...-დაიყვირა ჰარიმ, როდესაც ინერციით იატაკზე დაენარცხა.
-ღმერთო ჩემო.-როგორც კი გაიაზრა, რა გააკეთა, ამარისი მაშინვე წამოდგა და ჰარის მივარდა. ცხვირიდან სისხლი სდიოდა და გოგონას გაკვირვებული თვალებით მისჩერებოდა.
-რა ჯანდაბა მოხდა? რა დაგიშავე?-არ ცხრებოდა ჰარი, როდესაც ამარისი სკამზე ჩამოჯდომაში დაეხმარა.
-მაპატიე, უცებ მეგონა სიზმარში ვიყავი.
-სიზმარში ყველას ასე უსწორდები?-გოგონამ დასველებული ნაჭრით სისხლის მოწმენდა სცადა, მაგრამ ჰარიმ უხეშად მოიშორა და ნაჭერი გამოართვა.-ასე მაგრად ქეით ბრენანსაც კი არ დაურტყამს მეხუთე კლასში, როცა ეგონა, რომ ვღალატობდი.
ბიჭი ბუზღუნს აგრძელებდა, ამარისს კი ამ უწყინარი ისტორიის მოსმენაზე გულიანად გაეცინა, მაგრამ როგორც კი სიზმარი გაახსენდა, ღიმილი მაშინვე გაუქრა სახიდან.
-სიზმარში ჩემს მოკვლას ცდილობდი.-უთხრა ამარისმა და ჰარის დააკვირდა მისი რეაქციის შესასწავლად.-როცა გავიღვიძე, სიზმრისა და რეალობის ერთმანეთისგან გარჩევა გამიჭირდა, რადგან ჩემთან ასე ახლოს იყავი და სწორედ ამიტომ დაგარტყი.
ჰარის თვალებში გაკვირვება, დაბნეულობა და დანაშაულის გრძნობა ერთმანეთში ირეოდა. ბიჭს გული შეეკუმშა იმის გააზრებისას, რომ თუნდაც წამიერად ამარისს შეიძლება მისი შეშინებოდა ან ეფიქრა, რომ რამეს დაუშავებდა. მისი ხელი ფრთხილად მოიქცია თავისაში ისე, თითქოს მტაცებელი ყოფილიყო და მსხვერპლის დაფრთხობა არ უნდოდა. გოგონას დიდ, ცისფერ თვალებში ჩააცქერდა, რომლებიც ასე ნაცნობი გამხდარიყო ამ დღეებში და გაუღიმა.
-ამი, მე არაფერს დაგიშავებ, არასდროს.
ამარისის ბაგეზე ჰარის მიერ წარმოთქმულმა ამ ზედმეტსახელმა ღიმილი აათამაშა, რადგან ბიჭმა ისე წარმოთქვა მისი სახელი თითქოს მხოლოდ მისი ტუჩებისთვის ყოფილიყოს გამოძერწილი.
მოულოდნელად კარი გაიღო და იასინმა შემოჰყო თავი.
-ამარის, ხმაური მოსმესმა. ყველაფერი კარგადაა?-იკითხა სერიოზული, გაწონასწორებული ხმით.
-კი, კარგადაა. შეგიძლია წახვიდე.-უპასუხა ამარისმა და ჰარის ხელი უხეშად მოიშორა.
იასინი ის დაცვა იყო, რომელიც ჰარის მიუჩინეს და ამარისის ფურგონს დღე და ღამ უთვალთვალებდა. მათ ყველგან უნდა გაყოლოდა, სადაც წავიდოდნენ.
როგორც კი დაცვა თვალს მიეფარა, ამარისი ჰარის მიუბრუნდა.
-ვიცი, რომ არაფერს დამიშავებ, სტაილს. ძალიანაც რომ მოინდომო, ვერაფერს დამიშავებ.-გაეცინა გოგონას.
-ჰო, ამას ვერ გავბედავ.-აჰყვა ჰარიც და ცხვირის ტკივილი სულ დაავიწყდა.
-ერთი იდეა აქვს.-წამოიწყო უცებ ამარისმა.-ჭრილობები მოგიშუშდა, არა?
-აჰამ. ახლა უკეთ ვარ.-დაეთანხმა ჰარი.
-მაშინ ჩანჩქერზე წავიდეთ. იქაურობა ძალიან მოგეწონება.
-კარგი. მაგრამ მანამდე რომ ვჭამოთ...
ამარის მალულად ჩაეღიმა. სკაიდან წამოდგა და კარადიდან გუშინ მოტანილი ხორცი გამოიღო გასაცხელებლად. გამომდინარე იქიდან, რომ ამარისს მთელი თავისი დროის ჰარისთვის დათმობა უწევდა, ვეღარ ნადირობდა, ვერც რეიდებზე დადიოდა, ამიტონაც მისთვის საჭმელი სილვასელებს მოჰქონდათ ხოლმე.
როგორც კი ხორცი გააცხელა, სალათთან ერთად თეფშებზე გაანაწილა. სიჩუმეში ჭამდნენ, ალბათ, იმიტომ, რომ ჰარის თვალებს არიდებდა. სიზმრიდან გამორკვეულს ცხადად გაახსენდა გუშინდელი ღამე, როდესაც დაბრიასთან ლაპარაკი მოუწია. კუთხეში მიმწყვდეულმა აღიარა, რომ ჰარი მართლაც სპესინიდან იყო და ქალაქს კედელი შემორტყმული ჰქონდა ისე, როგორც გავრცელებული იყო. დაბრიას თვალებში ცნობისმოყვარეობის ნაპერწკალი აუკიაფდა და მოთმინებით დაუქნია თავი.
ამარისს სინდისი ქენჯნიდა. მიუხედავად იმისა, რომ მნიშვნელოვანი ინფორმაცია არ გაუცია, ისეთი გრძნობა გაუჩნდა, თითქოს ჰარის უაღალატა და უკანდასახევი გზა მოიჭრა.
-კარგად ხარ?-ფიქრებში გართულს ბიჭის ხმა შორიდან ჩაესმა.
-კი, კარგად ვარ. უბრალოდ ჩემს დაზე ვნერვიულობ.
-კარგად არის?
-იმედი მაქვს, ასეა. რამდენიმე დღეა არ მინახავს.-გოგონა ჰარის შეჭმუხნილ წარბებს შეეჩეხა და სიტუაციის განმარტება სცადა.-აქაურები თორმეტი წლის ასაკიდან ფიზიკურ წვრთნას იწყებენ. ომიშაც ერთ-ერთ დავალებაზეა.
-საოცარია, რომ ერთ პლანეტაზე ვცხოვრობთ და ასე განვსხვავდებით ერთმანეთისგან. ჩვენთან სულ სხვა წესებია. დარწმუნებული ვარ, შენი და კარგად იქნება.
-მეც ამის იმედი მაქვს. თქვენთან როგორი წესებია?-დაინტერესდა ამარისი.
-ჩვენთან მთავარი სწავლაა. მშობლები ბავშვობიდანვე გვაძალებენ სკოლაში სიარულს, რომ შემდეგ კარგი სამსახური უშოვოთ და წარმატებულები ვიყოთ.-თვალები აატრიალა ჰარიმ.
-სკოლაში სწავლობდი, სანამ... სანამ წამოხვიდოდი?
-არა, უნივერსიტეტში.
-უნივერსიტეტში?-ამარისს თმები ყალყზე დაუდგა.-უნივერსიტეტის შესახებ მხოლოდ დედისგან გამიგია. რას სწავლობდი?
გოგონას ცნობისმოყვარეობა შიგნიდან ჭამდა. უნდოდა სპესინის შესახებ ყველაფერი გაეგო იმისთვის, რომ შემდეგი მოგზაურობისას უფრო ზუსტად, რეალურთან ახლოს წარმოედგინა.
-ბიზნესსა და პოლიტიკას, თუმცა ძველი სამყაროსგან განსხვავებულს რამეებს მასწავლიდნენ. სიმართლე გითხრა, ახლა ამ ყველაფერს აზრი დაეკარგა. როცა კედელს მიღმა გამოვედი და გარესამყარო ვნახე, მივხვდი, რომ არც მმართველობის ფორმების თეორიული ცოდნა გამომადგება და არც მმართველების ტიპებს შოროს განსხვავების. სკოლაშიც და უნივერსიტეტშიც მთავარს არ გვასწავლიან, იმას, რაც გადარჩენისთვის აუცილებელია.
ამარისი უსმენდა ჰარის, მისი საოცნებო ქალაქის მკვიდრს და ხედავდა, რომ ქალაქზე ლაპარაკისას ხმაში ოდნავი ზიზღი შეპარვოდა. ასეთი იმედგაცრუება პირველად იგრძნო. აქამდეც გაიგო, რომ სპესინი იდეალური ქალაქი არ ყოფილა, მაგრამ ზუსტად იმ მომენტში დაემსხვრა ის ილუზიები, რომლებსაც ბავშვობიდან მთელი ძალით ეჭიდებოდა.
-უნივერსიტეტში არასდროს მივლია, მაგრამ სკოლაში მეც ბევრი არასაჭირო რამ მისწავლია. იმის მიუხედავად, რომ თითქმის არაფერი გამომადგა ცხოვრებაში, სიმართლე გითხრა, მსიამოვნებს ბევრი რამ რომ ვიცი. ამით თითქოს წამიერად მაინც ძველი სამყაროს წარმომადგენლად ვგრძნობ თავს. მაგრამ თან მესმის, რასაც ამბობ. აქ ბავშვობიდან იმას გვასწავლიან, როგორ გადავრჩეთ, ცხოვრებისთვის საჭირო უნარებსაც, მაგრამ არავის უსწავლებია, როგორ ვიყოთ ადამიანები, როგორ მოვეპყროთ ერთმანეთს და საკუთარ თავს.
გოგონა მოულოდნელად ძალიან დასევდიანდა. აქაურობაზე ასე გულღიად საუბარმა იმას მიახვედრა, რომ ვერადროს შეძლებდა სილვასის დატოვებას, თავისუფლად სუნთქვას. წამოდგა და ცარიელი თეფშები გასარეცხებს მიუწყო.
-აბა, ჩაჩქერზე წავედით.-მიუთითა ჰარის და გარეთ უკანგამოუხედავად გავარდა. იასინი მაშინვე უკან აედევნათ, მაგრამ დიდი მანძილის გავლა ვერ მოსწრეს, რადგან ამარისს მოულოდნელად ზეინ მალიკი აეტუზა წინ.
-სტუმარს არ გაგვაცნობ, პატარავ?-მალიკმა ხრინწიანად ჩაიცინა და ჰარიზე მიანიშნა, რომელსაც თვალები სიბრაზისგან ანთებოდა და ნელ-ნელა გაწითლებას იწყებდა.
-არა.-მოკლედ მოუჭრა ამარისმა და ის იყო, წასვლას აპირებდა, რომ ხელზე უხეში შეხება იგრძნო.
-ეს თხოვნა არ ყოფილა.
-მალიკ, შენს ხასიათზე არ ვარ. ნუ მაიძულებ ორი წლის წინანდელო გავიმეორო და კატასავით გაკნავლო.-ამარისის პასუხზე გარშემოშემოკრებილ ხალხს გაეცინა.
-ჯენტლმენობა გამოვიჩინე და დაგითმე. ახლა იგივეს აღარ ვიზამ, რადგან მტერს ეკეკლუცები.
ამარისი გრძობდა როგორ იძაბებოდა ჰარი და ახლა ყველაზე ნაკლებად მის მიერ ჩხუბის ატეხა სურდა, რადგან მაშინვე მოკლავდნენ.
-ჰარი სტაილსი, არა?-ზეინი ამჯერად ჰარის მიუბრუნდა და მხარზე ხელი დაჰკრა. ამარისი მყისვე მათ შორის მოექცა.
-დიახ, ჰარი სტაილსი.-მკაცრად მიუგო ჰარიმ.
-მალიკ, ნუ მაიძულებ ზედმეტი ენერგია დავხაჯო შენზე.-კბილებში გამოსცრა ამარისმა, თუმცა ზეინი გაჩერებას არ აპირებდა.
-ნუ ბრაზობ, პატარავ. უბრალოდ მაინტერესებს რატომ არის ვიღაც ჰარი სტაილსი იმდენად მნიშვნელოვანი, რომ ვერავინ ბედავს მის მოკვლას?-ზეინმა გაიცინა და გარშემომყოფებს ისე მოავლო თვალი, თითქოს ყველასთვის საჭირო კითხვას სვამდა.-მაგრად გჟიმავს ხოლმე?
ამარისმა იგრძნობა როგორ მიაწვა სისხლი, სიბრაზისგან ნესტოები დაებერა და იმ მუშტში, რომელიც მალიკს სახეში მოუქნია, მთელი თავისი ზიზღი ჩადო ბიჭის მიმართ. სანამ ძირს დაეცემოდა, მეორე მუშტი ფერდში მოუქნია.
-ამის შემდეგ გეცოდინება ენას კბილი რომ უნდა დააჭირო.-ძირსდაცემულს ამარისი თავზე წამოადგა.-და კიდევ, მეორედ პატარას დამიძახებ, ეს შენ მიერ წარმოთქმული ბოლო სიტყვა იქნება.
გოგონა წამოდგა გარშემომყოფებს თვალი მოავლო და ჰარისთან ერთად ჩანჩქერისკენ დაიძრა.
----------------------
აბა, როგორ ხართ, პაწიებო? როგორ ისვენებთ?
ესეც თქვენ ახალი, დიდი თავი. იმედი მაქვს, მოგეწონებათ და გააქტიურდებით :(
წინა თავებში აქტიურობა დავარდა და მგონია, რომ აღარ მოგწონთ, ვეღარ ვწერ კარგად, საინტერესოდ და აღარ ღირს გაგრძელება.

იქ [H.S.]Où les histoires vivent. Découvrez maintenant