თავი მეთორმეტე: ბიჭი მწვანე თვალებით

88 11 2
                                        

მზის მწველი, მხურვალე სხივები ამარისს კანს უწვავდა, სულს უხუთავდა, მაგრამ ამის მიუხედავად ერთი ნაბიჯის გადადგმაც ვერ მოეხერხებინა. ადგილზე გაყინულიყო და გრძნობდა მთელი სხეულით როგორ თრთოდა. უნდოდა თვალებიდან წამოსული ცრემლის ბურთულები შეეკავებინა, დანაშაულის ბასრი გრძნობა მოეშორებინა და რეიდზე უკანმოუხედავად ისე წასულიყო, თითქოს ბოლო ერთი კვირის განმავლობაში არც არაფერი მომხდარა. მაგრამ არ შეეძლო, უხილავ ძაფებს ის კარცერის შესასვლელთან დაება, მაგრად შემოკვროდა კანზე და სუნთქვის საშუალებას მანამ არ მისცემდა, სანამ შიგნით არ შევიდოდა და თავის მომაკვდავ, მწვანეთვალება მეგობარს გვერდით არ მიუჯდებოდა.

ერთი კვირის მანძილზე ყოველ საღამოს ჰარის სანახავად მიდიოდა და ცდილობდა, როგორმე ის ტკივილი შეემსუბუქებინა, რომელსაც მისი ხალხი აყენებდა. მის მწვანე თვალებს კი ყოველთვის გაურბოდა, რადგან მათ შემხედვარეს დანაშაულის გრძნობა უფრო და უფრო მტკივნეულად ჭამდა. გუშინ, მხოლოდ გუშინ დაარღვია ეს უჩვეულო ტრადიცია, გადაწყვიტა, რომ საკუთარი პრობლემებით ზედმეტად იყო საიმიდ შეწუხებული, რომ ტკივილისგან დახედამანჭული ჰარი ენახა. დღეს კი, როცა მასთან შევიდა, ბიჭს სიცოცხლის ნიშანწყალი არ ეტყობოდა. უემოციოდ, უსიცოცხლოდ იწვა და პულსი თითქმის არ ესინჯებოდა. მართალია, ამარისმა ჯოისი გაუშვა ექიმის მოსაყვანად, მაგრამ ეჭვი ეპარებოდა იმაში, რომ მის მოსვლამდე ჰარი სიცოცხლეს შეძლებდა.

ვერავის გაეგო რატომ ცდილობდა ამ მწვანეთვალება ბიჭის გადარჩენას მთელი ძალით, თავდაუზოგავად და მისი დაკარგვის შესაძლებლობა რატომ აშინებდა ასე ძალიან. ისინი ჰარიში მხოლოდ მტერს ხედავდნენ, ამარისისთვის კი ის მტერის გარდა სიმბოლო იყო. იმედის, პატიების და სიკეთის სიმბოლო. როცა მას უყურებდა, მთელი სხეულით, ყველა უჯრედით გრძნობდა, რომ მისთვის კიდევ ერთი შანსი არსებობდა, რომ აპატიებდნენ ყველაფერს, რაც აქამდე გაუკეთებია. და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჰარის თვალები იმ სამყაროს ასოციაციას ტოვებდნენ, რომელსაც ასე ძალიან ელტვოდა. სწორედ ამიტომ აშინებდა ასე ძალიან. ისეთი გრძნობა ჰქონდა, თითქოს ბიჭის გაქრობა ამ სამყაროდან ყველაფერი კარგის გაქრობის საწინდარი გახდებოდა.

იქ [H.S.]Tempat cerita menjadi hidup. Temukan sekarang