მოგესალმებით, პაწიებო,
გამომდინარე იქიდან, რომ მთელი წიგნი წინასწარ არ მაქვს დაგეგმილი და ნელ-ნელა მომდის იდეები, for the sake of the story მომიწია ორი პატარა დეტალის შეცვა. "ამის შემდეგ, ბიჭის ერთადერთი მეგობრები კედელს დაბლა იყვნენ, ჰარის კომუნიკაცია მათთან მხოლოდ 10 მეტრის დაშორებიდან შეეძლო და ხმის მისაწვდენად ყვირილი ძალიან ხშირად უხდებოდა." და "დიდი პრობლემის მოსაგვარებლად არაფერს აკეთებდა და არ მიდიოდა იმ ადამიანის წინააღმდეგ, რომელიც ყველაფერის თავი და თავი იყო."-მოკლედ, ეს ორი მონაკვეთი ამოვიღე :დ
-----------------------------------------------------------------
სპესინში ამდენი ხნის შემდეგ სანატრელი ამინდი დადგა, ხალხი გარეთ გამოფენილიყო და ხარბად ისუნთქავდა შემოდგომის სურნელით გაჟღენთილ ჰაერს. ღია ფანჯრიდან მზის მსუბუქად მწველი სხივები შემოიჭრა და ჰარი სტაილსის სახეზე აცეკვდა. ბიჭი უსიამოვნოდ შეიშმუშნა და მეორე მხარეს გადაბრუნდა იმის იმედით, რომ სინათლე აღარ შეაწუხებდა. მაგრამ ოთახში მოულოდნელად ზია შემოვარდა და ბოლო ხმაზე ყვირილი მორთო.
-მისტერ სტაილს.-ქალს სახეზე უკმაყოფილო გამომეტყველება აღებეჭდა მაშინვე, როგორც კი ჰარის მიერ წინა ღამით მიყრილ-მოყრილი ტანსაცმელი შენიშნა და მათ იატაკიდან აღებასა და სათუთად დაკეცვას მოყვა.-გაიღვიძე, უკვე შუადღეა.
-ზია, გთხოვ, ყურში ნუ მაყვირი.-ჰარის ნამძინავები ხმის მოსმენისას ქალმა შვებით ამოისუნთქა, რადგან რამდენიმე დღე გასულიყო ისე, რომ ბიჭისგან სიტყვაც არ გაეგონა.
-კარგი, მისტერ სტაილს. საუზმე თითქმის მზადაა, ჩაიცვი და ჩამოდი.-ღიმილით მოშორდა ჰარის საწოლს და სამზარეულოსკენ ჩამავალ კიბეებს ჩაუყვა. ქალი მას ყოველთვის მისტერ სტაილსით მიმართავდა, მაგრამ არასდროს-თქვენობით, ალბათ, იმიტომ რომ ხუთი წლის ასაკიდან ბიჭი მისი გაზრდილი იყო და შვილივით უყვარდა. მიუხედავად იმისა, რომ ზიამ იცოდა, ჰარი ენდობოდა, რაღაც ხდებოდა ბიჭის თავს, რაღაც სერიოზული, რის შესახებაც არავის უყვებოდა. მართალია, ქალმა არა ერთხელ სცადა ბოლო ორი დღის განმავლობაში ამის გარკვევა, მაგრამ უშედეგოდ. მხოლოდ იმის იმედად რჩებოდა, რომ ბიჭი თავად დაელაპარაკებოდა, როცა ამისთვის მზად იქნებოდა.
STAI LEGGENDO
იქ [H.S.]
Fanfictionამარისი ტყის განაპირა ცხოვრობს თავის დასთან ერთად. ბუნებაში ცხოვრება სასიამოვნოც კი უნდა იყოს, მაგრამ მას აქაურობა ეზიზღება, ეზიზღება მთელი სამყარო, რადგან გადარჩენისთვის ბრძოლა უპირველესი გახდა. ჰარი კი მოულოდნელად გამოჩნდა ტყიდან და გოგონას ცხოვრე...
![იქ [H.S.]](https://img.wattpad.com/cover/189874467-64-k897501.jpg)