ხანდახან შეიძლება სიხარულის გრძნობამ ისე უცნაურად მოგიცვათ, მთელი სხეულით, უჯრედებიანად, რომ თავი ზედმეტი ბედნიერებისგან უხერხულადაც კი იგრძნობთ. ეს გრძნობა ნელ-ნელა მიიიზლაზნება თქვენს სხეულში, საბოლოოდ ტვინის უჯრედებამდე აღწევს და აი, მაშინ წაგსკდებათ მოულოდნელი, გულწრფელი სიცილი, რომელიც თქვენ თვითონაც გაკვირვებთ. ცდილობთ, მთელი ძალით ცდილობთ, რომ ეს ხმა შეაკავოთ, პირიდან გამომავალი დაიჭიროთ და უკან ჩატენოთ, მაგრამ არ გამოგდით და იცინით, ისტერიულად იცინით, სანამ სიცილისგან გათანგული, სასიამოვნო დაღლილობას არ იგრძნობთ.
სწორედ ასე დაემართა ამარის გრინვალდს მას შემდეგ, რაც ზეინ მალიკს თავისი ადგილი მიუჩინა და კმაყოფილმა შეაბიჯა სილვასის ტყეში. გოგონას არც სულისშემხუთველი სიცხე აწუხებდა, რომელიც ამ ადგილას ასე ხშირი იყო გაზაფხულზე და არც ჰარის გმინვა, ყოველ ას მეტრში რომ გაისმოდა ყურისწამღებად. მიაბიჯებდა მსუბუქად, თითქმის დაფარფატებდა და სახეზე ღიმილი დასთამაშებდა. მართალია, ჰარი და იასინი რამდენიმე წუთის წინ შეაშინა, როდესაც სიცილისგან კინაღამ მიწაზე გაწვა, მაგრამ ახლა ეს არ ადარდება. თავს კარგად გრძნობდა და მის საყვარელ ადგილზე მიდიოდა.
-ამარის, მალე მივალთ?-წუწუნს აგრძელებდა ჰარი და ცდილობდა თვალები მზისგან დაეცვა.
-ღმერთო ჩემო.-ამოიგმინა გოგონამ.-მგონი, შენზე წუწუნა ადამიანი არ მინახავს. ცოტა დარჩა.
ჰარიმ პასუხი არ გასცა, ტუჩები გაბუსხა და გზა ისე გააგრძელა, თითქოს დანტეს ჯოჯოხეთის უკანასკნელი წრისკენ ჰქონოდა გეზი აღებული. აშკარა იყო, რომ ფიზიკურ აქტივობას მიუჩვეველს უჭირდა ამხელა გზის სიცხეში გავლა, მაგრამ ამას ის ტრავმებიც ემატებოდა, რომლებიც სილვასში მიიღო. თითქმის მოშუშებული ჰქონდა თითოეული მათგანი, მაგრამ სიარული მაინც უჭირდა. ამარისმა ეს კარგად იცოდა, მაგრამ რატომღაც მაინც ეუხეშებოდა, ამის მიზეზი თვითონაც ვერ გაეგო.
ВЫ ЧИТАЕТЕ
იქ [H.S.]
Фанфикამარისი ტყის განაპირა ცხოვრობს თავის დასთან ერთად. ბუნებაში ცხოვრება სასიამოვნოც კი უნდა იყოს, მაგრამ მას აქაურობა ეზიზღება, ეზიზღება მთელი სამყარო, რადგან გადარჩენისთვის ბრძოლა უპირველესი გახდა. ჰარი კი მოულოდნელად გამოჩნდა ტყიდან და გოგონას ცხოვრე...