მოქნევა, დარტყმა, ტკივილი, სისხლი...
მოქნევა, დარტყმა, ტკივილი, სისხლი...
მოქნევა, დარტყმა, ტკივილი, სისხლი..
მთელი საათი ამ რუტინის შემხედვარე ამარისი სიბრაზეს მოეცვა, გოგონას ნესტოები გამობერვოდა და თითები ერთმანეთს ისე მაგრად გადაეჭდო, ვინმეს ეგონებოდა, საცაა ძვლები დაეფშვნებაო.
მოქნევა, დარტყმა, ტკივილი, სისხლი..
ამარისს უკვე არც ჰარის ტკივილნარევი ხვნეშა და არც დაბრიას კითხვები ესმოდა. კუთხეში ჩამჯდარი სცენას თვალს ადევნებდა, მაგრამ აღარაფერი ესმოდა, გარდა საკუთარი გულისცემისა. თავის დამორჩილება უჭირდა, ისეთი შეგრძნებოდა ჰქონდა, რომ მასზე უზარმაზარი ლოდი ედო, რომელსაც ვერა და ვერ იშორებდა და რომელიც მალე თავის ქალას ახდიდა.
მოქნევა, დარტყმა, ტკივილი, სისხლი..
გოგონა მთელი ძალით ცდილობდა გულისცემა დაერეგულირებინა, ჰაერი ხარბად ჩაისუნთქა და გულმკერდის არეში ყრუ ტკივილის გარდა ვერაფერი იგრძნო. ამარისი უყურებდა მის წინ არსებულ სისასტიკესა და უსამართლობას და, როგორც ყოველთვის, ამჯერადაც თვალს ხუჭავდა მასზე.
მოქნევა, დარტყმა, ტკივილი, სისხლი..
მოულოდნელად დაუსველდა მარჯვენა ლოყა, შეშფოთებულმა აქეთ-იქით მიიხედა და მხოლოდ მაშინ გააცნობიერა, რომ ტიროდა. წამიერად გამოფხიზლდა, ცრემლი სასწრაფოდ მოიწმინდა და მაშინვე ჯეიდენს მივარდა.
-გეყოფა, რა ჯანდაბას აკეთებ?-ამარისმა იგრძო, რომ ამ დროს დაბრიას მზერაც მისკენ იყო მიპყრობილი, თუმცა ამ ეტაპზე ამის დაიგნორება არჩია.-თუ პირველივე ჯერზე მოკლავ, ინფორმაციას საერთოდ ვერ მივიღებთ. ამის აღიარება არ გვინდა, მაგრამ ჩვენ ის გვჭირდება.
ჯეიდენმა, რომელიც ამარისზე ორი თავით მაღალი იყო და ნებისმიერ მნახველს გოლიათს მოაგონებდა, დაბრიასკენ გაიხედა და მხოლოდ შემდეგ დაუშვა ხელი. შეტრიალდა და მძიმე ნაბიჯებით წავიდა კარისკენ.
ŞİMDİ OKUDUĞUN
იქ [H.S.]
Hayran Kurguამარისი ტყის განაპირა ცხოვრობს თავის დასთან ერთად. ბუნებაში ცხოვრება სასიამოვნოც კი უნდა იყოს, მაგრამ მას აქაურობა ეზიზღება, ეზიზღება მთელი სამყარო, რადგან გადარჩენისთვის ბრძოლა უპირველესი გახდა. ჰარი კი მოულოდნელად გამოჩნდა ტყიდან და გოგონას ცხოვრე...
![იქ [H.S.]](https://img.wattpad.com/cover/189874467-64-k897501.jpg)