თავი მეთერთმეტე: საკანი ნაწილი I

114 10 0
                                    




ჰარი სტაილსი დაბინძურებულ, სისხლით გაჟღენთილ ლეიბზე წამოწოლილიყო, ხელები თავქვეშ ამოედო და ძლივსგასაგონად სუნთქავდა. ყოველ ჩასუნთქვა-ამოსუნთქვას თან ენითაღუწერელი ტკივილი ახლდა, ბიჭს სახე ემანჭებოდა და ნელ-ნელა უმძაფრდებოდა იმის სურვილი, რომ ყველაფერი დასრულებულიყო. თუმცა ეს ფიქრები მაშინვე უქარწყლდებოდა, როცა მოციმციმე ცისფერი თვალები წარმოუდგებოდა თვალწინ. მეგობრული სახის გახსენება იმედის ნაპერწკალს უღვივებდა. ცხადია, ჰარი სულელი არ იყო, ხვდებოდა, რომ ამარისის ნაწილი მასში მტერს ხედავდა და ეს, ალბათ, სამუდამოდ ასე დარჩებოდა, მაგრამ ის სხვებთან შედარებით კეთილად ექცეოდა.

უკვე შვიდი დღე იყო, რაც ამ საზარელი საკნის კედლები არ დაუტოვებია. ენატრებოდა მზის მწველი სხივების ცეკვა საკუთარ კანზე, გაზფხულის გრილი სიო, საღამოობით რომ იცოდა და სუფთა ჰაერი. უკვე რუტინად ქცეულიყო დილით ოთხკედელს შორის მოულოდნელად, ტკივილისგან გაღვიძება და ფსიქოლოგიურად იმისთვის მზადება, რომ წინ უარესი ელოდა. შემდეგ ჯეიდენი შემოვიდოდა და ჰარისთვის დრო ჩერდებოდა. გონებით სულ სხვაგან დაფრინავდა და დროგამოშვებით გრძნობდა სულისშემხუთველ ტკივილს სხვადასხვა არეში.

მხოლოდ მაშინ ახერხებდა გამოფხიზლებას, როცა ცეცხლის ალივით მოგიზგიზე წითელი ფერის თმებს დალანდავდა, რომელიც აქ მის ერთადერთ მეგობარს ეკუთვნოდა. ამარისი სისხლისგან წმენდდა, ჭრილობებს შეძლებისდაგვარად უმუშავებდა და, რაც ყველაზე მთავარია, გვერდით მიუჯდებოდა და ელაპარაკებოდა ხოლმე. სასიამოვნო იყო მისი წკრიალა, ჟღერადი ხმის მოსმენა, რომელსაც მოსაყოლი ისტორიები არ ელეოდა. ჰარი აკვირდებოდა მას, სწავლობდა და შეამჩნია კიდეც, შემოსვლილას გოგონას თვალები როგორი ჩამქრალი და უღიმღამო იყო ხოლმე, მაგრამ როგორც კი დაელაპარაკებოდა მაშინვე მოციმციმე ელფერს იძენდნენ. ბიჭი გრძნობდა, რამდენად მარტოსული იყო ამარისი, როგორ სჭირდებოდა მეგობრის გვერდში დგომა და მთელი გულით უნდოდა, ეს მეგობარი თვითონ ყოფილიყო. რადგან იცოდა, რომ როგორი სამყაროც არ უნდა ყოფილიყო ის, რომელშიც ამარისი ცხოვრობდა, გოგონა მას არ ეკუთვნოდა, აქაურებს არ ჰგავდა. მიუხედავად იმისა, რომ მტკიცე და მამაცი გახლდათ, მასში რაღაც დოზით თავმოყრილი იყო ბავშვურობა და მიატობა და ადამიანობისადმი რწმენადაკარგული, მაინც მთელი ძალით ცდილობდა ჰარის გადარჩენას.

იქ [H.S.]Nơi câu chuyện tồn tại. Hãy khám phá bây giờ