თავი მეოცე: დღესასწაული

80 11 2
                                    

ერთი კვირა გასულიყო მას შემდეგ, რაც ჰარის გველმა უკბინა. მოშუშებულ კიდურს მხოლოდ მსუბუქად ეტყობოდა ორი წითელი წერტილი ისე, თითქოს მნიშვნელოვანი არაფერი მომხდარიყოს. მაგრამ სინამდვილეში, ამ შემთხვევამ ამარისი და ჰარი დაახლოვა, იმაზე მეტად, ვიდრე რომელიმე მათგანი ისურვებდა. 

გოგონას ხუჭუჭა, წითური თმები სახეზე ჩამოშლოდა, ტუჩები ერთმანეთისთვის დაეშორებინა და მშვიდად ფშვინავდა. ჰარი აკვირდებოდა როგორ რიტმულად ადიოდა-ჩამოდიოდა მისი მკერდი ისე, თითქოს სიზმრების სამყაროში რაღაც საინტერესოს ხედავდა და აინტერესებდა, რამდენიმე იყო თვითონ ამ ყველაფრის ნაწილი. ამარისი შეიშმუშნა ისე, თითქოს მიხვდა ვიღაც ცხოველური ჟინით აკვირდებოდა. როგორც კი სილვასის ტყესავით მწვანე თვალებს შეეჩეხა, ღიმილმა გადაურბინა ტუჩებზე. აი, ეს იყო თითოეული დილა მათთვის. მაგრამ სამწუხაროდ, ერთმანეთის თვალებით გართულები სრულიად მოწყვეტილნი იყვნენ რეალობას და დავიწყებოდათ იმ სამყაროს უსამართლობა, რომელშიც ცხოვრობდნენ.

-რუთ, ყველაფერი კარგად იქნება.-ამარისი აქეთ-იქით არწევდა პატარას, რომელიც რატომღაც ტირილს არ წყვეტდა და პატარა თითებით ისე ეჭიდებოდა მის კანს, თითქოს მისგან შველას ითხოვდა.-ვიცი, დედა გენატრება, მაგრამ უნდა გაუძლო. შენ ძლიერი გოგო ხარ.

ამარისის ჩურჩულმა თითქოს იმოქმედა მასზე. ნელ-ნელა ნაკვთები დაუმშვიდდა და თვალები მიელულა. როდესაც გოგონა დარწმუნდა, რომ პატარას ღრმად ეძინა, ფრთხილად ჩააწვინა ხის საწოლში, რომელიც აბელის გაკეთებული იყო. ეს ტრეილერი სპეციალურად იმ ბავშვებისთვის იყო მოწყობილი, რომლებსაც მშობლები არ ჰყავდათ. მათ მართა და აბიგაილი უვლიდნენ ყოველდღიურად.

ამარისს აინტერესებდა სად იყვნენ აბელი და ომიშა, რას აკეთებდნენ ახლა. მხოლოდ ის უნდოდა, რომ უსაფრთხოდ ყოფილიყნენ. აშინებდა ის ფაქტი, რომ ომიშა მალე დაბრუნდებოდა სახლში. იქნებ შემდეგ აბელი თავისკენ გადაებირებინათ და ერთად ეხსნათ ჰარი? მაგრამ, ალბათ, კაცს არ მოეწონებოდა ის ფაქტი, ის და ჰარი ასე ძალიან რომ დაახლოვდნენ ამ ბოლო დროს.

იქ [H.S.]Место, где живут истории. Откройте их для себя