თავი მეცხრამეტე: ის

73 9 4
                                    

ამარისი იმ ტყეში მიაბიჯებდა, რომელიც ყველაფერზე მეტად ეზიზღებოდა. ეს ტყე ახსენებდა, რომ სამყარო უკიდეგანო იყო, ის კი იმ პატარა ადგილას მოქცეულიყო, რომელსაც ვერასდროს დატოვებდა. ეს ტყე ახსენებდა იმას, რომ სამუდამოდ იმ მარიონეტად დარჩებოდა, რომელსაც თავისუფალი ნება არასდროს ექნებოდა.
მომხდარზე ფიქრი აშინებდა. გული ეკუმშებოდა, იმის გააზრებისას, რომ ერთი ადამიანი, მისი მთელი ცხოვრება, ისტორია გამოიგონა. ვინ იცის იქნებ სხვა ბევრი რამაც მოიგონა მისმა გონებამ?
გოგონას ჰარი მარტო დახვდა. ხეს მიყრდნობილს თვალები დაეხუჭა და წარბები ტკივილისგან შეეკრა. ამარისი გვერდით ჩამოუჯდა. კიდურიდან ფრთხილად აიღო მასზე დაფენილი მცენარეები. ნეკბენიდან სიწითლე გადასულიყო, თუმცა ისევ იყო შესივებული.
-მარტო რატომ ხარ?-ჰკითხა ჰარის, როდესაც მან თვალები გაახილა.
-იასინი წყლის მოსატანად წავიდა. შენ სად იყავი ამდენ ხანს?
-არსად.-ჩუმად უთხრა გოგონამ და თავი დახარა. ჰარის მისი ნამტირალები თვალები უყურადღებოდ არ დარჩენია
-ამი, რა მოხდა? -კითხა კიდევ ერთხელ, როდესაც გოგონამ ახალი მცენარეები მოიტანა და მათი ნატკენზე დაფენა დაიწყო.
-არაფერი არ მოხდა, ამაზე ლაპარაკი არ მინდა. გთხოვ.
-კარგი.-თავი დაუქნია ჰარიმ და გადაწყვიტა, მისთვის თავი დაენებებინა, მათი ბოლო საუბრიდაბ გამომდინარე.
-ფეხი უკეთ გამოიყურება. დილამდე შხამი მთლიანად გამოვა და სახლში წასვლას შევძლებთ.
-სახლში.-გაეცინა ჰარის.
-მაპატიე.
-რისთვის მთხოვ პატიებას?-დაიბნა ბიჭი.
-იმისთვის, რომ ადამიანები უსამართლონი და ბოროტები არიან. იმისთვის, რომ სილვასმა გაშლილი ხელებით არ მიიღო შენნაირი ადამიანი.
გოგონა გრძნობდა როგორ უჩქარდებიდა გული, ნელ-ნელა თვალები ცრემლებით ევსებოდა. ახლა ერთადერთი რამ უნდოდა. ჰარი.
-ჰეი, ჰეი.-ჰარი მაჩინვე მიუჩოჩდა და ხელი მაგრად მოხვია.-საბოდიშო არაფერი გაქვს. არაფერი, გესმის?
-როგორ არა. დღევანდელისთვის მაქვს ბოდიში მოსახდელი, იმისთვის, რაც გითხარი. ეს.. ეს...-ხმა გაუწყდა ამარისს. ჰარი კი თავზე კოცნიდა და ეჩურჩულებოდა, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა.
-მესმის, რატომაც მითხარი ეს ყველაფერი. მე მაქვს ბოდიში მოსახდელი, შენგან ზედმეტად ბევრს რომ ვითხოვ.
ამარისმა თავი უმწეოდ დაუქნია და მწვანე თვალებში ჩააცქერდა. ისეთი გრძნობა ჰქონდა, რომ მანამ, სანამ მათ უყურებდა უსაფრთხოდ იყო და არაფერი ემუქრებოდა.
-ჰარი.
-ჰო.
-რამე მომიყევი, გთხოვ.
-ჩემს სახლზე გაინტერესებს?-ბიჭი მაშინვე დაიძაბა.
-არა, არა. შენზე მაინტერესებს.
-კარგი. ასეთ დროს ყველაფერი მავიწყდა ხოლმე.
გაეცინა ჰარის და მისი სიცილი ამარისსაც გადაედო. გოგონას იმაზე სწრაფად უცემდა გული, ვიდრე ოდესმე და ეშინოდა ჰარისაც არ გაეგონა.
-სპესინში რამდენიმე მეგობარი მყავდა და მათთან ერთად ჯგუფი ჩამოვაყალიბე "ოთხი მუშკეტერი", რომლის მიზანი ქალაქში დიქტატურის დამხობა იყო, ეს ვერ მოვასწარით.
-ამის გაკეთებას როგორ აპირებდით?
–როგორ და ნელ–ნელა იმ ხალხის შემოკრება დავიწყეთ, რომლებსაც სიმართლე გავუმხილეთ. ის სიმართლე, რომელსაც სახელმწიფო უმალავდა. მათ სხვებს უთხრეს და ასე საკმაოდ გავრცელდა. თუმცა იქამდე მომიწია წამოსვლა, სანამ შედეგს გამოიღებდა.
-იქნებ შენი წამოსვლის შემდეგ გაგრძელდა? იქნებ დარჩენილმა სამმა მუშკეტერმა მიაღწია მიზანს?
-შეიძლება, მაგრამ ამას ხომ ვერასდროს გავიგებ.-ჰარი დასევდიანებული თვალებით შორს იყურებოდა, თითქოს უნდოდა მზერა ქალაქამდე მიეწვდინა.
-ჰარი, ძალიან ვწუხვარ იქაურობის დატოვება რომ მოგიხდა. ალბათ, ძალიან გაგიჭირდა სახლთან გამომშვიდობება. იმედი უნდა იქონიო, რომ ოდესმე დაბრუნდები.
გოგონამ იცოდა შეუძლებელს რომ ამბობდა. აქაურობას რომც გადარჩენოდა ჰარი, განა ქალაქში შეუშვებდნენ?
-არა. იმედი საშინელებაა ამარის. როცა იმედი გაქვს, მიზნის მისაღწევად არაფერს აკეთებ.
-რას გულისხმობ?-ჩაეკითხა დაბნეული ამარისი.
-გახსოვს, რომ გითხარი, რომ კედელს იქით ხალხი ცხოვრობდა?-ამარისმა თავი დაუქნია.-მათ იმედი ჰქონდათ, რომ შიგნით შემოვუშვებდით, ამიტომაც არაფერს აკეთებდნენ. მთელი დღე იმედით სავსე თვალებით უყურებდნენ კედელს. ეს პატარა ნაპერწკალი რომ არ ჰქონოდათ, თქვენსავით კარგად მოეწყობოდნენ. ამიტომაც იმედი საშინელებაა, ამარის.
გოგონამ თავი ჩაქინდრა და ჰარის სანუგეშოდ საჭირო სიტყვების მოძებნა სცადა.
-როგორ ბავშვობა გქონდა?
-ძალიან კარგი, რადგან მაშინ დედა გვერდით მყავდა. მამაჩემიც ბევრად ხალისიანი იყო და ცხოვრებას არ მიმწარებდა.
-დედას რა დაემართა?
-ამაზე ლაპარაკი არ მინდა.
-კარგი.-უთხრა ამარისმა და უფრო მაგრად აეკრო ჰარის, რადგან გრძნობდა, რომ ბიჭისთვის ეს თემა ძალიან მტკივნეული იყო.-სპესინში ყველაზე მეტად რა გიყვარს?
-სარდაფი, სადაც ბიბლიოთეკა გვაქვს. ჩემი აღმზრდელი, ზია, მაძლევდა ხოლმე წიგნებს, რომლებიც მომეწონებოდა.
-აჰ, რას არ გავიღებდი ცალი თვალით რომ შემაჭყიტა მაგ ბიბლიოთეკაში.-ამოიოხრა ამარისმა.
-მოძრავი ბიბლიოთეკა აქ გყავარ.-გაეცინა ჰარის.-შეგვიძლია "სიამაყე და ცრურწმენა" გავაგრძელოთ.
-შეგვიძლია, მაგრამ შენთან ლაპარაკი უფრო მომწონს.-აღიარა ამარისმა და უხაროდა, რომ ჰარი მის გაწითლებულ ლოყებს ვერ ხედავდა.
-მეც მომწონს შენთან ლაპარაკი.-ჰარი გოგონას თმაზე ეფერებოდა. ასე ყოფნა ისე სიამოვნებდა, მზად იყო სამუდამოდ ტყეში გახიზნული დარჩენილიყო.-სპესინის მმართველი მამაჩემია.
-მართლა? ამას კი არ ველოდი.-ნათქვამის ხუმრობაში გატარება სცადა ამარისმა.
-ჰო. მის წინააღმდეგ წასვლა რთული იყო, რადგან ერთ სახლში ვცხოვრობთ.
-შენი აზრით, მე შევძლებ ოდესმე დაბრიასა და დოილის წინააღმდეგ წასვლას?-დააინტერესა გოგონას.
-ჩემი აზრით, ყველაფერს შეძლებ, რასაც მოინდომებ.-უთხრა ჰარიმ. გოგონას ცისფერი თვალები მის მწვანესას შეეჩეხა და მთელი ძალისხმევა დასჭირდა იმისთვის, რომ მის ტუჩებზე საკუთარი არ გადაეჭდო.
-ასე არ შეიძლება, ჰარი.-მტკივნეულად ამოიხვნეშა ამარისმა. ჰარია შეხება ტკიოდა, სასიამოვნოდ ტკიოდა.
-ასე როგორ?
-როგორ და არ შეიძლება ერთმანეთს ვკოცნიდეთ ან ასე ჩახუტებულები ვიყოთ.
-რავიცი, მე ძალიან მომწონს.-ბიჭა სახეზე ღიმილი გადაკვროდა, ისე ფართო, რომ სახის კუნთევი ტკიოდა.
-იცი, მეშინია, რომ რეალური არ ხარ.
-რა? ეს საიდან მოიტანე?-ჰარიმ გოგონა თავისი მკლავებიდან გაინთავისუფლა და ჩააცქერდა თვალებში, სადაც შეშფოთება შეინიშნებოდა. ამარისმა ხელი აიღო და ჰარის შუბლზე მოუსვა, შემდეგ ცხვირზე, ტუჩებზე, ნიკაპზე.
-ახლა ისეთი რეალური ხარ.-ჩურჩულებდა გოგონა.-ჩემი წარმოსახვის ნაყოფი რომ იყო... ეს ისე მაშინებს, ჰარი.
-ჰეი, ჰეი. მე აქ ვარ და რეალური ვარ.-ბიჭი შეშფოთებული უყურებდა ამარისს, რომელიც მას უყურებდა, მაგრამ თითქოს მის ნაცვლად ცარიელ სივრცეს ხედავდა.-ამარის, პატარავ, მე აქ ვარ. შეგიძლია ჩემი გულის ცემაც იგრძნო. აი.
ჰარიმ მისი ხელო აიღო და გულზე დაიწყო. მისმა აჩქარებულმა გულისცემამ ამარისი შეაკრთო.
-აზა ლუნი. ის მახსოვს, მახსოვს მისი გარეგნობა, ხასიათი, მთელი ცხოვრება. დღეს კი მითხრეს, რომ არ არსებობს. მე მოვიგონე, გესმის?!
-იქნებ... იქნებ, არასწორად გაიგე, ამი.
-მთელი ბანაკი მოვიარე და ყველა მეუბნებოდა, რომ ასეთს არავის იცნობდა.
გოგონას ძალაუნებურად ცრემლები წამოუვიდა. ჰარი ვერ იტანდა, ასეთ მდგომარეობაში რომ ხედავდა და უნდოდა, ენუგეშებინა.
-მოიცა, რა თქვი, რა ქვია?
-აზა ლუნი.-დაიჩურჩულა ამარისმა.
-აზა ლუნი... აზა ლუნი... მე მახსოვს. იმ ექიმ ქალთან ერთად იყო ჩემ სანახავად. მალამოები დამადო ჭრილობებზე
-ღმერთო ჩემო.-გოგონა ხელები სახეზე აიფარა და სიცილი წასკდა.-ჰარი, დარწმუნებული ხარ?
-კი. წითური, დაბნეული ბიჭი.
-ეგ არის.-წამოიძახა გახარებულმა ამარისმა.-არ გავგიჟებულვარ.
-არა. და მეც რეალური ვარ, ამი. აქ ვარ. შენთან.
-ჰარი.-დაიჩურჩულა გოგონამ და შუბლი ჰარის შუბლს გაუსწორა.-ასე არ შეიძლება.
-რატომ გითხრა ყველამ ბანაკში, რომ ასეთს არავის იცნოდნებ.
-არ ვიცი. დარწმუნებული ვარ, დაბრიამ აიძულა. ვერ ვხვდები რატომ.
-საინტერესოა.
-ეს უნდა გავარკვიოთ. აზას დედას აუცილებლად დაველაპარაკები, როცა ბანაკში დავბრუნდებით.
-კარგი. მანამდე კი ჩემთან მოდი.-ჰარიმ ისევ თავს მკლავებში მოიქცია გოგონა, რომელმაც თავი მკერდზე დაადო და თვალები დახუჭა.
ჰარი რეალური იყო, აქ იყო და არსად წასვლას აპირებდა. ზუსტად იმ მომენტში, როდესაც ბიჭმა მაგრად მიუჭირა ხელები ისე, თითქოს მისი დაკარგვის ეშინოდა, გადაწყვიტა, რომ ჰარი სტაილსი არ მოკვდებოდა. ამისთვის დოილისა და დაბრიას წინააღმდეგ წასვლაც რომ დასჭირვებოდა.
----------------------
ესეც ახალი თავი, პაწიებოოო ❤️ ამ ბოლოს ბევრს გეწუწუნებით არ აქტიურობთ-მეთქი, მაგრამ ერთი მკითხველიც თუ მეყოლება, ამითაც ბედნიერი ვიქნები. ამიტომაც წერას გავაგრძელებ პასიურობის მიუხედავად და ბოლომდე მივიყვან 🥰 2-3 თავების მერე რაები ხდება, ნეტა იცოდეთ 😈😈
გკოცნით ❤️

იქ [H.S.]Dove le storie prendono vita. Scoprilo ora