თავი მეთვრამეტე: აზა ლუნი

67 9 3
                                        

ზოგჯერ ადამიანებს დროის უკან დაბრუნება და შეცდომების გამოსწორება სურთ. მაგრამ მართლა რომ ჰქონდეთ ამის შესაძლებლობა, პრინციპებს არ დათმობენ და იგივეს გაიმეორებენ. ამარის გრინვალდი ტყეში თავაწეული მიაბიჯებდა და, მიუხედავად იმისა, რომ მზად იყო ნებისმიერ წამს ტირილი დაეწყო, სახეზე მტკიცე გამოხედვა ჰქონდა აკრული. ნანობდა იმას, რაც ჰარის უთხრა, მაგრამ სიმართლისთვის ბოდიშის მოხდას არ აპირებდა.
ჰარი სტაილსს კი ცხოვრების ყველანაირი იმედი ამოწურული ჰქონდა. უკვე იცოდა, როგორ დამთავრდებოდა მისი სიცოცხლე, იმ გოგოს ხელით, რომლის მიმართაც გრძნობები უჩნდებოდა. ის გრძნობები, შიგნიდან რომ ჭამდა და კარგის მომტანი ვერ იქნებოდა.
ორივე გრძნობდა მოახლოებულ აღსასრულს, მაგრამ იმას ვერა, რას უმზადებდა ბედისწერა თითოეულ მათგანს. ხშირად რთულია არსებულ სიტუაციაზე თვალის დახუჭვა, განზე გადგომა და გახედვა შორეულ მომავალში. არადა, ასე რომ ვიქცეოდეთ სულ სხვა სურათს დავინახავდით.
ამარისი დაღლილიყო, იმდენად დაღლილიყო მის წინ არსებული რეალობით, რომ გაქცევის გარდა სხვა გამოსავალს ვერ ხედავდა. უნდოდა კარგ ადამიანად ქცეულიყო, მაგრამ ამას აქ ვერ ახერხებდა. სად უნდა გაქვეულიყო? სპესინში? სადაც უცხოებს არ უშვებენ? ისეთივე უიმედო ადგილას, როგორიც სილვასი იყო?
-ამის დედაც...-გოგონა ჰარის მოულოდნელმა ყვირილმა გამოაფხიზლა.
-რა მოხდა?
-გველმა მიკბინა.-დაიჩურჩულა ბიჭმა და დაკბენილი კიდური აჩვენა.
-გველი დაინახე? როგორი იყო?-საუბარში იასინი ჩაება.
-არ დამინახავს. ალბათ, ფეხი დავადგი.
ამარისმა მიმოიხედა, მაგრამ მაგრამ ქვეწარმავალი ვერსად შენიშნა.
-არ ინერვიულო, შხამიანი არ იყო.-დაამშვიდა ჰარი, მაგრამ მანაც და იასინმაც იცოდნენ, რომ კიდურზე დატოვებული ორი ნაჩხვლეტი, საპირისპიროზე მიანიშნებდა.
-კარგი, მაშინ ბანაკში წავიდეთ.-წამოდგმა სცადა ბიჭმა.
-არა, შენი მოძრაობა არ შეიძლება. ხეს მიეყრდენი. ახლავე მოვალ.
გოგონა წამოდგა და სირბილი დაიწყო. ამ ტყეს ძალიან კარგად იცნობდა, ამიტომ ახსოვდა, რომ სადღაც ახლოს პირველადი დახმარების ყუთი ჰქონდა. ამარისმა შორიდანვე შენიშნა წითელი ჩანთა და შვებით ამოისუნთქა. როცა ყუთი ჰარისთან მიიტანა, ბიჭს უკვე გასწითლებოდა კიდური, რომელსაც შესიებაც დაეწყო. გახსნილი ჩანთიდან გოგონამ საპონი და წყალი ამოიღო და ნაკბენის დაბანას შეუდგა.
-ასეთი პირველადი დახმარების ყუთები რამდენიმე გვაქვს ტყეში.-თან ჰარის ელაპარაკებოდა, რადგან არ უნდოდა ბიჭს გონება დაეკარგა.-გველმა პირველად გიკბინა, არა?
-ჰო, პირველად.-ხმა გაბზარვოდა და ისე მიშტერებოდა ამარისს, რომ  ეტყობოდა, უკვე მხედველობა გაუარესებოდა.
-უკანასკნელი არ იქნება.-გაუღიმა ბიჭს და ნაკბენს ზემოთ ბინტი მოუჭირა იმისთვის, რომ შხამი სწრაფად არ გავრცელებულიყო. მაგრამ არა მაგრად, რადგან ამას კიდურის სამუდამოდ დაზიანება შეეძლო.
"Kolyar Sag."-დაიჩურჩულა ამარისმა, როდესაც სასურველ, გრძელფოთლოვან მცენარეს მიაგნო. ჰარის ფრთილად დააფინა ჭრილობაზე და შუბლზე ხელი დაადო, იმისთვის, რომ დაედგინა, ტემპერატურა ხომ არ ჰქონდა. ბიჭი გახურებული იყო.
-იასინ, ბანაკში უნდა წავიდე. ჰარისთვის სიარული არ შეიძლება და მასთან დარჩი. ამ წყეულ ჩანთაში აზას წამლები რატომ არ არის?
-ვისი?-იკითხა იასინმა და კოპები შეკრა.
-აზას.
-ასეთ ვინმეს არ ვიცნობ.
-როგორ არ იცნობ?-გაეცინა ამარის.-ჩვიდმეტი წლის ბიჭია, ბავშვობიდან მცენარეები აინტერესებს და წამლებს ამზადებს.
-არ ვიცი ვისზე საუბრობ. რაღაც გეშლება.
გოგონა დაბნეული შეცქეროდა იასინს და ვერ გაეგო, კაცს ასეთი გამომატყველება რატომ ჰქონდა. აზა ლუნი, 17 წლის, უჩვეულოდ წითური თმებით და ყავისფერი თვალებით. აზა ლუნი, როგორ არ ახსოვდა?
-წყალი ხშირად დაალევინე და დაახლოებით ნახევარ საათში, ახალი ფოთლები დაადე.-უნდობელი მზერა მოაშორა კაცს და ბანაკისკენ დაიძრა სწრაფი ძუნძულით.
აზა ლუნი.
აზა ლუნი.
ამარისს ახსოვდა მისი მუდამ მომღიმარი სახე და კეთილი თვალები. ბიჭი იმდენად უწყინარი და მოუქნელი იყო, რომ მიწაზეც არ ამუშავებდნენ. როდესაც მისი ფარული ნიჭი აღმოაჩინეს, წამლების დამზადების უფლება მისცეს, რადგან, როგორც აღმოჩნდა, კარგი ალღო ჰქონდა.
სულისშემხუთველად ცხელოდა. ამარისს ეგონა, რომ მალე გონებას დაკარგავდა, მაგრამ მაინც აგრძელებდა სიარულს.
როდესაც ბანაკში მიაღწია, აზას ფურგონი ვერსად იპოვა. სამჯერ მაინც მოძებნა, მაგრამ თითქოს აორთქლებულიყო.
-აზა ლუნი სად არის?-ჰკითხა იქვე მდგარ ჯეიდენს.
-ასეთს არავის ვიცნობ.-მიუგო კაცმა და იქაურობას ისე მოშოედა, თითქოს იმ საიდუმლოს გაურბოდა უკან რომ მისდევდა.
-აზა ლუნი სად არის?-ეკითხებოდა ყველა შემხვედრს.
-ასეთს არავის ვიცნობ.-მათი პასუხი ერთი და იგივე იყო, ერთნაირად უფერული და გულგრილი.
მაშინ დაბრიას ოთახისკენ დაიძრა. ქალი საწოლზე წამოწოლილიყო და თვალები მიელულა.
-აზა ლუნის სად არის?-იკითხა ამარისმა იმაზე ხმამაღლა, ვიდრე გეგმავდა.
-ამარის, აქ რა გინდა?-ქალი ჯერ კიდევ ძილბურანში იყო, როცა წამოდგა.
-შეკითხვა დაგისვი. აზა ლუნი სად არის?
-საყვარელო, მსგავსი სახელის მქონე პიროვნება ჩვენს ბანაკში არასდროს ყოფილა.
-აზა ლუნი, 17 წლის, ბენისა და ელუიზას ფურგონებს შორის იყო მისი.
-ბენისა და ელუიზის ფურგონები გვერდიგვერდ დგას, ჩემო გოგონა.-ქალის ხმაში საოცარი, თითქოს შხამიანი ირონია იგრძნობოდა, მთელს სხეულში რომ მოგედეოდა და გწამლავდა.
-აზა ლუნი სად არის?-გოგონა უკვე ყვიროდა.
-ასეთს არავის ვიცნობ.-ქალმაც გაიმეორა დაზეპირებული ფრაზა და ამარისმა ვეღარ მოითმინა. ხელი ყელთან მიაბჯინა და კედელს ააკრა.
-მგონი, გავიწყდება ორსული რომ ვარ.-თქვა დაბრიამ და მუცელზე დაიხედა.
-აზა ლუნი სად არის?-არც ცხრებოდა ამაისი.
-ასეთს არავის ვიცნობ.-ისევ გაიმეორა ქალმა.
აზა ლუნი, 17 წლის, უჩვეულოდ წითური თმებით და ყავისფერი თვალებით.
აზა ლუნი, ბავშვობაში ერთად რომ თამაშობდნენ.
აზა ლუნი, კეთილი თვალები რომ ჰქონდა.
გამქარილიყო.
-გინდა გამაგიჟო, არა?-დაიჩურჩულა გოგონა და იატაკზე დაჯდა. ხელს თმებში იცურებდა და დამშვიდებას ცდილობდა. მაგრამ ისეთი გრძნობა ჰქონდა, რომ ყელში მობჯენილი ბურთი ჰაერს ფილტვებში აღარ უსვებდა და მალე გონებას დაკარგავდა.
-აზა ლუნი, აზა ლუნი.-ჩურჩულებდა და ტიროდა. ტიროდა უხმოდ, თავისთის, საცოდავად.
-ძვირფასო, აზა ლუნი არ არსებობს. ალბათ, გადაიღალე.-ეუბნება დაბრია და გაღიმებული თმებზე ეთაშამებოდა.
აზა ლუნი.
გამქრალიყო.
-გინდა, რომ გავგიჟდე.-ჩურჩულებდა გოგონა.
-წამოდი.-დაბრიამ მხარში წაავლო ხელი და გოგონა
გარეთ წაათრია.
-ქალბატონებო და ბატონებო, თქვენს ყურადღებას ვითხოვ.-დაიწყო ქალმა და არემარე მოათვალიერა.-ამარისი ვიღაც აზა ლუნის ეძებს და ამბობს, რომ ბანაკში ჩვენთან ერთად ცხოვრობს. ჩვიდმეტო წლისო თუ რაღაც.
-ის ნამდვილად ჩვენთან ერთად ცხოვრობს.-თავისთვის ჩაილაპარაკა გოგონამ.
-აბა, თუ ვინმე ფლობთ ინფორმაციას, ამ ახალგაზრდის შესახებ, თქვით.-დაბრიამ ისე წარმოთქვა ეს სიტყვები, თითქოშს გამოწვევა ყოფილიყოს და სინამდვილეში იმას ამბობს, აბა, გაბედეთ და რამე თქვითო.
სიჩუმე, სამარისებური სიჩუმე.
ამასობაში ამარისმა ქალბატონი რეიჩელის თვალებსს მიაგნო და მისკენ გადადგა ნაბიჯი.
-თქვენი შვილი, აზა თქვენი შვილი იყო. არ გახსოვთ?
-მე შვილი არასდროს მყოლია.
-როგორ არა. მამამისი რეიდზე დაიღუპა და ყოველთვის იმას ამბობდით, რომ მას გახსენდებდათ. არ გახსოვთ, სიმღერებს რომ გიწერდათ, ყვავილებს გიკრეფდათ? განა მისი თვალები დაგავიწყდათ?
-მე შვილი არასდროს მყოლია.-ჯიუტად იმეორებდა ქალი, მაგრამ მის ხმაში გაპარული ბზარი ადვილი შესამნევი იყო ყველასთვის, ამარისის გარდა.
-აზა ლუნი. თქვენი შვილი, წითური თმები რომ ჰქონდა და კაშკაშა თვალები, კეთილი ღიმილიც. როგორ არ გახსოვთ?-ჩურჩულებდა ამარისი და მოზღვავებულ ცრემლებს ვერ იკავებდა.
იქვე ჩაიკეცა და აქვითინდა.
აზა ლუნი.
გამქრალიყო.
ისე გამქრალიყო, რომ ამარისმა ეს ვერ შენიშნა.
აზა ლუნი, 17 წლის, უჩვეულოდ წითური თმებით და ყავისფერი თვალებით.
გამქრალიყო.
ისე გამქრალიყო, როგორც წლებია წინ
სინტია პორტერი
კარლოს რამირესი
ევანჯელინ როსი
სევერაიდ უაითი
დენი სკოტი.
ახლა აზა ლუნიც გამქრალიყო.

------------------------
ცოტა დამიგვიანდა ახალი თავი :( მაგრამ იდეების ნაკლებობას განვიცდი. ეპილოგი უკვე დაწერილი მაქვს, ბოლო სამ თავში ზუსტად ვიცი რა მოხდება, მაგრამ მანამდე ვიჭედები :დ
იმედი მაქვს, მოგეწონათ ახალი თავი. რას ფიქრობთ, რატომ გაქრა აზა ლუნი?
ველოდები თქვენს შეფასებებს, პაწიებო❤️❤️❤️❤️
თუ ეს ფიკი მოგწონთ, გთხოვთ, ჩემი მეორე ნაწერიც წაიკითხოთ-"სიკვდილთან ცეკვა"

იქ [H.S.]Où les histoires vivent. Découvrez maintenant