თავი მეათე: თხრობა

117 14 6
                                    


მგონი, ამდენი არც ერთი თავის წერაზე არ მიწვალია. იმედია, მოგეწონებათ ^^

---------------------------

ამარისმა კარცერის კარი ფრთხილად შეაღო და ოთახის კუთხისკენ დაიძრა. თან ცდილობდა ყურადღება არ მიექცია იმისთვის, რომ ფეხები ერეოდა და გარემოსამყარო ერთმანეთში იზილებოდა. ჰარი კედელზე მიყრდნობილიყო, თავი უკან გადაეწია და თვალები დაეხუჭა. ბიჭის სახეს მხოლოდ გარედან შემომავალი შუქი ანათებდა, მაგრამ მაინც შესამჩნევი იყო მისი მშვენიერება. ლამაზი, სწორი ცხვირი და ყბის გამოკვეთილი ძვალი ამარისმა მხოლოდ ახლა შენიშნა. ბიჭის გვერდით ფრთხილად ჩამოჯდა და ჰარის შეშინებული რეაქციაზე ხმამაღლა გაეცინა.

-ამარის, აქ რას აკეთებ?-ჯერ კიდევ ძილბურანში მყოფმა ჰარიმ თვალები მოიჟღლიმა.

-აი, ეს მოგიტანე.-ღვინოზე ანიშნა და რკინის ჭიქაში დაიწყო სითხის ჩასხმა, თუმცა ააცილა და ბინძური იატაკი წითელ ფერად მოიღება. ამიტომაც ჰარიმ დოქი გამოართვა და თვითონ შეუდგა დასხმას.

-იცი, აქ ვაზი აქვთ მოშენებული საკმაოდ ვრცელ ტერიტორიაზე და ყოველ შემოდგომაზე ყურძენს წურავენ. ეს შარშანდელი ღვინოა და ძალიან გემრიელია. ყოველთვის მინდოდა ვენახში მემუშავა, რადგან ამ მცენარესთან განსაკუთრებულ სიახლოვეს ვგრძნობდი, მაგრამ, სამწუხაროდ, რეიდებზე სიარული მერგუნა.

გოგონამ მზერა გაუსწორა ჰარის, რომელიც ღვინოს შეექცეოდა და თან სახე დაემანჭა. სიბნელის მიუხედავად, ადვილად შესამჩნევი იყო გასივებული და ჩალურჯებული მარჯვენა თვალი, გახეთქილი ტუჩი და აქა-იქ მიმხმარი სისხლი. ამარისს წონასწორობოს დაცვა უჭირდა და ეგონა, მალე თავი ჩამოუვარდებოდა. ამ ფიქრზე ხმამაღლა გაეცინა, რაც ბიჭსაც გადაედო და ლოყებზე ჩაღრმავებები გამოუჩნა. ამარისისთვის რომ გეკითხათ, ჰარის გარეგნობა არა მხოლოდ მიმზდიველი, არამედ კეთილიც იყო. ბიჭის სწორი, თითქოს სათუთად დაგეგმილი ნაკვთები სულიერი სისუფთავის შეგრძნებას ტოვებდა.

იქ [H.S.]Tempat cerita menjadi hidup. Temukan sekarang