გარედან შემომავალი ხმაური ამარისს ყურთასმენას უხშობდა. გული იმდენად სწრაფად უცემდა, რომ ეგონა მისი რიტმული ხმა ფარავდა გარესამყაროს. სწრაფად გამოფხიზლდა და კარადასთან მივიდა. იარაღი და ტყვიები გამოიღო და ჰარის მისცა. ბიჭმა დაბნეულმა შეხედა, ისე თითქოს იარაღი პირველად ეჭირა ხელში.
-დაუზმინე და ისროლე.-დაარიგა ამარისმა.-ჰარი, ერთი წამითაც არ შეყოვდნე, თორემ ეს წამი შენთვის იქნება გადამწყვეტი.
ღამის სიბნელეში მალევე გაუჩინარდნენ. ბანაკი ქაოსს მოეცვა. ხალხი გაურკვეველი მიმართულებით გარბოდა და ისვროდა. ამ თავდასხმისთვის არავინ იყო მზად, არავინ ეროდა და დოილისა და აბელის გარეშე დარჩენილები შეშინებულიები მიმოფნატულიყვნენ და მტრისთვის იოლი ლუკმა გამხდარიყვნენ.
-სწრაფად იარე. ეცადე უხმაუროდ იმოძრაო.-უთხრა ამარისმა და მალე ფურგონს მიაღწიეს. იქაურობა თითქმის ცარიელი იყო, მხოლოდ რუთი დაეტოვებინათ. გარედან შემომავალი ხმაურით შეშინებული ბავშვი ბოლო ხმაზე ტიროდა. ამარისმა პლედი ფრთხილად მოახვია და გარეთ გამოიყვანა.
-ტყეში უნდა წახვიდეთ. პირდაპირ იარე, დიდხანს და გამოქვაბულს დაინახავ. იქ დაიმალე.-გოგონა სიბნელეში ჰარის მწვანე თვალებს ეძებდა.
-რა? რას ამბობ?! შენ დატოვებას არ ვაპირებ.-მაშინვე წამოენთო ჰარი.
-ჰარი, ამას მხოლოდ რუთის გამო გთხოვ. აქ დარჩენა ძალიან საშიშია.-ამარისმა ბავშვი მას გადასცა და ის იყო უკან გაბრუნებას აპირებდა, ბიჭის უკან დაბალი ფიგურა რომ შენიშნა. ზედმეტად არც უფიქრია, იარაღი მაშინვე აიღო და უცნობისკენ გაისროლა. სხეული მოწყვეტით დაეცა ბალაღლე და იქაურობა წითლად შეღება. გოგონამ დაინახა, როგორ შეკრთა ჰარი გასროლის ხმაზე და მიხვდა, რამდენად უჩვეულო და საშიში იყო ეს სიტუაცია მისთვის.
ბიჭის მზერა სამხრეთისკენ იყო მიპყრობილი და ამარისმა მის თვალში არეკლილი ცეცხლის ალი შენიშნა.
YOU ARE READING
იქ [H.S.]
Fanfictionამარისი ტყის განაპირა ცხოვრობს თავის დასთან ერთად. ბუნებაში ცხოვრება სასიამოვნოც კი უნდა იყოს, მაგრამ მას აქაურობა ეზიზღება, ეზიზღება მთელი სამყარო, რადგან გადარჩენისთვის ბრძოლა უპირველესი გახდა. ჰარი კი მოულოდნელად გამოჩნდა ტყიდან და გოგონას ცხოვრე...
![იქ [H.S.]](https://img.wattpad.com/cover/189874467-64-k897501.jpg)