1 თავი

2K 98 113
                                    

                                                                                  

ადამიანი სასაცილო არსებაა, დიდი ამბიციებით და მოკლე ჭკუით. დროს რომელიც თითქმის არ აქვს დაუსრულებელ ბრძოლაში ფლანგავს. ირგვლივ მხოლოდ შურია, სიძულვილი, ძალაუფლების წყურვილი. სრული წყვდიადი.

შეძლებ კი დედამიწაზე ყველაზე ცოდვილი არსება დარჩე სუფთა მაშინ, როცა წინ უდიდესი ცდუნება გაქვს. შეძლებ შეინარჩუნო შენი სახე და არ დაემონო ამქვეყნიერების განმკარგველს, სატანას, რომელიც ათასი ხრიკით ცდილობს აგირიოს თავგზა. დარჩები საკუთარი თავის ერთგული თუ ჩაეშვები უფსკრულში საიდანაც არანაირი გზა არ ჩანს? რთულია არ გაირყვნას შენი სული როცა ერთადერთი მემკვიდრე ხარ უზარმაზარი ქონებისა და ირგვლივ მხოლოდ მტრები არიან.

.......................................

სეული დილის 12 საათი

   - ჯანდაბა! - წამოიყვირა ჯერ კიდევ ძილბურანში მყოფმა თეჰიონმა, როცა მის თავში მესამედ შემოჰკრეს განგაშის ზარი წინა ღამის მოგონებებმა. შეეცადა ლოგინიდან წამომდგარიყო და აბაზანისკენ გაეკვლია გზა, წამოდგომისას მიხვდა რომ მისთვის უცხო ადგილას იმყოფებოდა 2 გოგონასთან ერთად რომელთა სახეებიც საერთოდ არ ეცნობოდა. ეშმაკურად ჩაიღიმა, სააბაზანოს მიაშურა რათა სხეული და გონება „განეწმინდა".

...............

- სად ჯანდაბაშია ეს ბიჭი, - ამოიგმინა მოუსვენრად ჯინმა და მეათედ სცადა დაერეკა თეჰიონთან. - როგორც იქნა მიპასუხე - დაუყვირა ტაეს - სერიოზული საქმეა და სწრაფად უნდა მოხვიდე - ჯინმა არად ჩააგდო მისი წუწუნი და სწრაფად გათიშა ტელეფონი, მერე კი თავზე ხელები წაიშინა და წინ და უკან სიარულს მოჰყვა როგორც შეშლილი. - დამშვიდდი საყვარელო, - დაუყვავა მას ახლად გამოჩენილმა კრისტალმა და სავარძელში ჩაესვენა, - ყველაფერი კონტროლქვეშაა, ბებერი მალე მოკვდება, ჩვენ კი მივიღებთ იმ მემკვიდრეობას რომელსაც ასე დიდხანს ველოდით.

მემკვდრეები (დასრულებული)Where stories live. Discover now