°1°

2.3K 219 56
                                    


ცხოვრება ია-ვარდით როდია მოფენილი.
მდიდრებიც ტირიან. რა ახლოსაა ეს ფრაზა ჩემს ცხოვრებასთან.
ყოველთვის ყველაფერი, თან არაფერი.
თავისუფლებისკენ მიმავალი გზა ტანჯვაზე გადის.
მე ამ ტანჯვისთვის მზად ვიყავი, მაგრამ თავისუფლებისკენ მიმავალი გზა არა და არ ჩანდა.
ყოველთვის ვერ მიაღწევ მიზანს.
ყოველთვის ვერ მიიღებ იმას რაც გსურს, მაგრამ მე არ მინდოდა ის ყველაფერი რაც მქონდა, ერთადერთი რაც ყოველთვის მაკლდა ეს თავისუფლება იყო.
წინ გადადგმულ ერთ ნაბიჯს, უკან გადადგმული ორი ნაბიჯი მოჰყვება.
ჩემს შემთხვევაში კი უკან გადადგმული ნაბიჯების რაოდენობა ყოველ ჯერზე იმატებდა.
კიდევ რამდენი გამოთქმა შეეფერებოდა ჩემს ყოველდღიურ ცხოვრებას.
თავი კოშკში გამომწყვდეული პრინცესა მეგონა, რომელიც ყოველ დღე პრინცის მოსვლას ელოდებოდა.
შრეკის ყურებისას ხშირად წარმოვიდგენდი თავს ფიონას ადგილზე და იმედით ვივსებოდი, იმ აზრის გავლებაზეც კი რომ ოდესმე შეიძლება ეს დღე ჩემთვისაც დამდგარიყო.
არა მე პრინცესა არ ვარ, მე კიმ თეჰიონი ვარ 21 წლის და 18 დედა ნატირები წელი ჩემი სახლის კედლების გარდა არაფერი მქონდა ნანახი.

ჩემი ამბავი არაა კონკიას ისტორია, არც ფიონას თავგადასავალი. მით უმეტეს მძინარე მზეთუნახავის.
ჩემი ამბავი არის ბიჭზე, რომელიც ცუდ ოჯახში დაიბადა, ფუფუნებაში გაიზარდა და არც კი იცოდა რა ხდებოდა მისი კედლების იქეთ. ამბავი სადაც ერთ სულელ ბიჭს შეუყვარდა არასწორი პიროვნება, რომელიც სულაც არ არის პრინცი.
ამ ამბის დასასრულს კი ბოლოს გაიგებთ.
ჩემი მთლიანი ცხოვრებისეული გამოცდილება ანიმაციებით შემოიფარგლებოდა, რომლებსაც მკაცრად აკონტროლებდა დედაჩემი.
ყოველი ახალი დივიდი ჯერ დედაჩემის ხელში გაივლიდა და მერე მოდიოდა ჩემამდე. დიდხანს ვერ ვხვდები რა მიზანი ამოძრავებდა ჩემს მშობლებს, როცა გადაწყვიტეს ასეთ დაუცველ პიროვნებად გავეზარდე, მაგრამ ფაქტი იყო მე არაფერი ვიცოდი გარემო სამყაროზე, სასაცილო კი ის იყო რომ გარემო სამყარომაც არაფერი იცოდა ჩემზე. ეს მოგვიანებით გავიგე.
ჩემს ერთ-ერთ მსახურს ზუსტად ჩემი ასაკის შვილი ჰყავდა,სახელად ჯიმინი. მისი ცენზურა დადებული დივიდი დისკების წყალობით გავიგე პირველად თექვსმეტი წლის ასაკში რა იყო ბილწსიტყვაობა, მათი ახსნა განმარტებებით სულ ლექციებს მიტარებდა ჯიმინი. ახლაც მიკვირს როგორ დართეს მას ნება ჩემთან ემეგობრა.
დრო გადიოდა ჯიმინს კი ახალ-ახალი ფილმები მოჰქონდა ჩემთვის. ყველასგან უჩუმრად ვიპარებოდით სხვენში და შიშით ვუყურებდით ფილმებს. მისთვის შიშის ფაქტორი იყო ის, ვინმეს რომ გამოეჭირათ დედამისი სამსახურს დაკარგავდა, ჩემთვის კი არ ვიცი, მეტი რა უნდა გაეკეთებინათ, მე მხოლოდ ერთადერთი მეგობრის დაკარგვის მეშინოდა.
თვრამეტი წლის რომ გავხდი, ჩემი დაბადების დღის აღსანიშნავად ისევ არავინ მოსულა. მხოლოდ დედაჩემი შემოვიდა ჩემს ოთახში ტორტით ხელში და თან კიდევ ერთი ანიმაციური ფილმი მომიტანა საჩუქრად. ზოოტოპია.
ალბათ გიკვირთ რატომ არ ვსვამდი ზედმეტ კითხვებს, ალბათ იდიოტი გგონივართ, მაგრამ არა.მიუხედავად იმისა რომ
განათლება სახლში მივიღე, ჩემი ტესტების შედეგებით თუ ვიმსჯელებდით მაღალ დონეზე ვიცოდი ყველა საგანი, რასაც ვსწავლობდი. მაგრამ რატომ არ მქონდა პროტესტის გრძნობა... მმმ... მქონდა მაგრამ როცა თხუთმეტი წლის ასაკში მანქანით გასეირნება მოვითხოვე, პარკში ნაყინის საჭმელად, არც ვიცი რომელ მულტფილმში ვნახე, მთელი ერთი კვირა ყველაფერი ამიკრძალეს, არც ანიმაციები, არც თამაშები. ოთახიდან მხოლოდ საჭმელად მიშვებდნენ.
ამის შემდეგ სიტყვაც არ დამცდენია სახლიდან გასვლაზე.პროტესტის გრძნობა კი არა თავისუფლებაც არ მეცოდინებოდა რა იყო რომ არა ანიმაციებში ნანახი და მოსმენილი.
ჩემს დაბადების დღეს,გვიან ღამით ჯიმინი მესტუმრა, გულითადი ჩახუტებით დაბადების დღე მომილოცა და ცხვირწინ ფილმის დისკი ამიფრიალა.

°Love Ink°   Where stories live. Discover now