°27°

1.1K 175 59
                                    

_სამრეკლოზე რეკავდნენ ზარებს
და ეს ზარები აუწყებდა
ვიღაცის სიკვდილს.
სამრეკლოზე რეკავდნენ ზარებს
და ეს ზარები აუწყებდა
ვიღაცის დაბადებას._

მესამე პირი (POV)

სიკვდილი
ნაწილი.1.

ქალის კალთაში ჩაერგიო თავი ყმაწვილს, ნაზად ეხებოდა მის სახეს დედის ხელები.
ჩუმი ცრემლი მოედინებოდა ბიჭის თვალებზე, ჩუმი და წმინდა.
არასდროს ეგონა, თუ ოდესმე ისევ დაუბრუნდებოდა ამ ადგილს. თავის ოთახს, თავის საწოლს.
თუ ოდესმე, კიდევ გაიგონებდა დედის წარმოთქმულს 'მიყვარხარ დათუნია'.
ქალი არ კიცხავდა, ქალი არ ეჩხუბებოდა,არ აპროტესტებდა მის გარდასახვას.
არ სთხოვდა პასუხს ჩადენილი ცოდვებისთვის, არ აკეთებდა აქცენტს მის მოხატულ ყელზე, მის მეტალით შემკულ ტუჩზე და ყურებზე.
არ აპროტესტებდა მის ჩაცმულობას.
თითქოს ეს ყოველივე უხილავი იყო დედის თვალთაგან.
ის ისევ, როგორც ადრე, როგორც მაშინ პატარა რომ იყო. ეხვეოდა შვილს, თმებს უკან უვარცხნიდა, სახეზე ეფერებოდა.
ნაზი ხმით უმღეროდა.
ოჰ, რა სანუკვარი იყო ეს ყველაფერი.
არ არსებოდა წარსული, თეჰიონი ისევ პატარა ბიჭი იყო, პატარა ოცნებებით და სამყაროს შეცნობის სურვილით.
თავისუფლების სურვილით, რომელიც ახლო წარსულში თითქოს ცოტა ხნით ხელებში მოიმწყვდია, მაგრამ მიხვდა, რომ ის არასდროს იყო თავისუფალი.
ჯერ დედის და მამის ოცნებებით ცხოვრობდა, შემდეგ კი მისი ოცნებებით.
ის ყველაზე ტკბილი და ყველაზე მტკივნეული საკანი.

თვალები დახუჭა, სურდა ბოლომდე შეეთვისებინა ის სიმშვიდე, რომელსაც დედის კალთა ასე უხვად უგზავნიდა.
არ საუბრობდა, არც ქალი აძალებდა.

"სად არის?"

გაცისკროვნებული თვალებით შეაბიჯა ვუ ბინმა სახლში.
ჯი ვონის შეტყობინების შემდეგ, უკან მოუხედავად გამოიქცა სახლში.
სითბო მოედო მთელს მის სხეულს, სახლში შებიჯების წამიდან.
აქამდე ამ ადგილას მხოლოდ ციოდა.

°Love Ink°   Tempat cerita menjadi hidup. Temukan sekarang