°14°

1.2K 177 40
                                    


მესამე პირი (POV)

_უმჯობესია დემონი აღიარო შენში, ვიდრე ყალბ ღმერთს ეთაყვანო_

არაფერი მოგეჩვენებოდათ ისე საზარლად, როგორც გვამების გროვაში მდგარი სისხლში გათხვრილი JK იყო.

"კარმა ნაბიჭვარია ძაღლებო!"

ბოლო ხმაზე ყვიროდა მიტოვებული ავტოფარეხში.
ბოროტი ღიმილი არ შორდებოდა მის სახეს.
ნამჯუნი საყრდენ ბოძზე მიყრდნობილი, ხელებ გადაჯვარედინებული თვალების ქვევიდან უყურებდა უმცროსს.
სინამდვილეში არავინ იცოდა ეს ბოძი საყრდენი იყო თუ არა, მაგრამ ის ერთადერთი ბოძი იყო ავტოფარეხის შუა გულში.
ნატყვიარევი გარს ეკრა ცემენტისგან და ქვისგან ნაშენებ ბოძს.
გვამების რაოდენობაც რომ არ დაგენახათ, მარტო ქვის ნაჭერზე დაკვირვებით მიხვდებოდით, რამდენად დიდი ბრძოლა იყო გამართული, ამ ღვთისგან მივიწყებულ ადგილას.
ჰოსოკი ერთ-ერთ სხეულთან ოდნავ დახრილი მთავარ არტერიას სინჯავდა.
ჯინი და იუნგი ფულით სავსე ჩემოდნებს კრავდნენ.
ირგვლივ მტვერი და სისხლის სუნი.
ხო კიდევ შავთმიანის დემონური ხმა, სხვადასხვა სალანძღავ ფრაზას რომ დაჰყვიროდა თავზე მისი იარაღით გახვრეტილ თავებს.

"საკმარისია!"

იყვირა ნამჯუნმა.

ყველას ყურადღება მაღალი მამაკაცისკენ მობილიზდა.

"წასვლის დროა."

შედარებით დაბალ ხმაზე თქვა მაღალმა და გასასვლელისკენ გაემართა.

"ნამჯუნ ვიცი რასაც ფიქრობ, მათ ის მიიღეს რაც დაიმსახურეს."

აუღელვებლად თქვა ჯანგუკმა.

"რა თქმა უნდა."

არც უცდია გაპროტესტება უფროსს.

"მათ გამო ლამის ყველა მოვკვდით, იმედია შენი ხელი არ დაგვიწყებია, ან ჩემი ჭრილობა."

პასუხით უკმაყოფილომ ისევ განაგრძო საუბარი უმცროსმა.

"არავინ გეკამათება."

°Love Ink°   Onde histórias criam vida. Descubra agora