იციცხლე ჩემთვის~
იცოცხლე ჩემთვის~
იცოცხლე ჩემთვის~
ეს წამი, საუკუნედ გაგრძელდა.
ლამაზ სიზმრად იქცა, სადაც ყოველ ჯერზე, თავიდან მეორდებოდა,მისი წარმოთქმული სიტყვები, ისევ და ისევ.
მართლაც რა მარტივია მოკვდე, უბრალოდ დაემშვიდობო ყველაფერს~
ან იქნებ, არც არის მარტივი~
უკვე აღარ არის...მაშინ, როცა ჯერ კიდევ პირველ ნაბიჯებს ვდგამდი ჯანგუკთან ურთიერთობაში, ყველაფერი იოლი იყო, ყველაფერი სიცოცხლის გარდა.
სიცოცხლის,სადაც ის მხოლოდ და მხოლოდ,ჩემთვის მოვლენილი ჯოჯოხეთი იყო დედამიწაზე.
რთული იყო, არა უფრო მწარე , მისი სიმწარე ყელს და შიგნეულობას მიწამლავდა.
როცა მის თვალებში, მხოლოდ წამიერად გამკრთალ სურვილს ვხედავდი, ჩემდამი. შემდეგ კი ეს წამი იმაზე სწრაფად სრულდებოდა, ვიდრე წამი უნდა დასრულებულიყო, ყველაფერი კი თავიდან იწყებოდა.
მტანჯველი რეალობა მეჯახებოდა.
კი ნამდვილად რთული იყო სიცოცხლე.
სხვა დანარჩენი, უბრალოდ ჟამის თავგადასავალი.
მომეკლა ან მოვმკვდარიყავი.მაშინ კი, როცა მისმა სიტყვებმა ასე გასერეს ჩემი სმენა, ამდენად ახლოს ჩაუარეს მთავარ არტერიას და პირდაპირ გულში დაიდეს ბინა, ყველაფერი უფრო რთული გახდა. სიკვდილი, არა მე აღარ მინდოდა სიკვდილი, მე სიცოცხლე მსურდა.
ადგილი სადაც ვართ, ცხოვრება რასაც ვეწევით, მოდი უბრალოდ ვთქვათ, რომ ცოცხლებისთვის არ არის.
მე არ მინდა სიკვდილი, მაგრამ ვიცი რომ არც სიცოცხლეა ჩემი ხვედრი.
დღეს, მე ცოცხალი ვარ.
დღეს, მე ისევ მიყვარს, არა უფრო მეტად მიყვარს.
დღეს, მე მზად ვარ სიკვდილისთვის, მაგრამ მხოლოდ მისთვის.
სხვა შემთხვევაში, სიცოცხლეს ვერ დავთმობ.
ვერ დავთმობ, მასთან ყოფნის ბედნიერებას.
ESTÁS LEYENDO
°Love Ink°
Fanfic02/08/2019-03/11/2019(completed) ©მარიამი "დარწმუნებული ხარ რომ სწორედ ამის დახატვა გინდა?" "დიახ ვარ." ჯიუტად ვუპასუხე. "არ მგონია JK ამ ამბავმა გაახაროს." თვალები აატრიალა მაღალმა მამაკაცმა და იქვე კუთხეში სავარძელში მჯდარ მამაკაცს შეხედა, რომელი...