°12°

1.2K 205 47
                                    

თეთრად გატარებული ღამეები.
აფორიაქებული სული და გონება.
ქაოტური მდგომარეობა.
მასზე ფიქრი ჩემს აჩრდილად იქცა.
თუ კი ოდნავ თვალს მოვხუჭავდი ყოველთვის მის ალესილ თვალებს ვხედავდი.
ყოველ ახალ წარმოსახვაზე,ვკრუსუნებდი სიამოვნებისგან.
ეს შავი ხვრელი ყოველ წამს უფრო და უფრო მითრევდა და ერთხელაც კი არ მიფიქრია უკან მოხედვა.
გაშლილი ხელებით ვეგებებოდი გარდატეხას ჩემში.
ვგრძნობდი რამდენად იზიდავდა ეს ამოუხსნელი დემონი პირველად ჩემს სულს და შემდეგ ჩემს სხეულს.
ყოველი მასზე ფიქრი კოშმარულ სიცხეს ჰგვრიდა ჩემს ამდენად გამოუცდელ სხეულს.
რამდენიმე დღე იყო გასული მასთან შეხვედრიდან და ეს დღეები ჯოჯოხეთურად მტკივნეული იყო ჩემთვის.
მოთხოვნილება ისევ მენახა ჩემი დემონი,არანორმალურად იზრდებოდა.
სიშავე ჩემი თვალების ირგვლივ ყოველ დღე მატულობდა.
უძილობა, ფიქრები, აშლილი გონება.

ღამით მთლიანად ოფლში გაწუწული წამოვდექი საწოლიდან.
ისეთი შეგრძნება მქონდა რომ ვიწვოდი.
სხეულის ყველა ნაწილი მტკიოდა.
ხედვაც კი არეული მქონდა სიცხისგან, ძლივს ძლიობით მივაღწიე კარის სახელურს.
სამზარეულოში ჩავედი, მაცივრის კარი გამოვაღე და პირველივე შემხვედრი ცივი ნივთი მივიდე ყელთან. ვცდილობდი სიცხე ჩამეცხრო.
არ ვიცოდი რა მჭირდა.

დილით ჩემს საწოლში გამეღვიძა, თავიდან ვიფიქრე რომ წინა ღამე უბრალოდ ცუდი სიზმარი იყო, მაგრამ როგორც კი ოთახში მიმოვიხედე და დედაჩემის ანერვიულებულ სახეს წავაწყდი, მივხვდი რაღაც არ იყო რიგზე.

"დათუნია გაიღვიძე?"

აფორიაქებული მოვარდა საწოლთან და ჩემი ხელი, ხელებში მოიმწყვდია.

"რა მოხდა?"

ხელის მოშორება ვცადე, თუმცა უშედეგოდ.

"გამთენიისას ჯიმინმა გიპოვა სამზარეულოში გონება დაკარგული."

თვალები გამიფართოვდა.

"სიცხისგან იწვოდი. ექიმმა თქვა რომ სტრესის ბრალია. უფრო ზუსტად რომ გავიგოთ ანალიზები უნდა გაიკეთო."

°Love Ink°   Hikayelerin yaşadığı yer. Şimdi keşfedin