°2°

1.3K 196 76
                                    

მისი ვერცხლისფერი პირსინგი ტუჩზე, მაგიდის სანათის სინათლეს, ერთადერთი მანათობლის შუქს ოთახში, ისე ირეკლავდა, როგორც კრისტალი მზის სხივს. თვალს ვერ ვაშორებდი ამ სანახაობას, არასოდეს მიფიქრია რამდენად მიმზიდველი შეიძლებოდა ყოფილიყო ეს პატარა ნივთი, ერთი შეხედვით ასე მტკივნეულად რომ გამოიყურებოდა.
თვალს ვავლებდი მის სწორ არაფრით გამორჩეულ ტუჩებს და მაინც ისინი რაღაცით გამოირჩეოდა.
ცხვირი ოდნავ გაბუშტული ჩანდა, სახის ძვლები ალესილი დანასავით გამოკვეთილი და მიუხედავად ძვლების ამ სიმკვეთრისა მაინც ადვილად შეამჩნევდით მის ბავშვივით ლოყებს, ჩქმეტას რომ მოგანდომებდათ.
გამჭოლი მზერა და დამონებისთვის შექმნილი შავი თვალები. გვერდზე გადაწეული თმიდან ადვილად გამოკვეთდით მის დიდ შუბლს.
ყელს კარგად ვერ ვხედავდი მისი ნიღბის გამო, რომელიც რამდენიმე წამით ადრე სწორედ ყელთან ჩამოიწია, თუმცა ესეც რომ არა ალბათ მაინც ვერ გავარჩებდი დეტალებს სხეულის ამ ნაწილზე, ის ტატუებით ჰქონდა დაფარული.
ყველა ნაკვთი ერთმანეთისგან განსხვავდებოდა, ცალ-ცალკე დაკვირვებით ვერ მიხვდებოდით რა შეიძლება ყოფილიყო მოსალოდნელი ამ სახისგან, სახისგან საიდანაც ბავშვი და დემონი ერთდროულად გიმზერდათ.
თუმცა მე ვინ ვიყავი მაშინ, რომ შემძლებოდა ადამიანის ბუნება სხეულის დეტალებზე დაკვირვებით გამომერჩია.
ბიჭი, რომელსაც ყველა კეთილი ადამიანი ეგონებოდა ვინც გაუღიმებდა, ადამიანები კი, რომლებიც ღიმილით არ შეხვდებოდნენ ბოროტ ძიებად მიაჩნდა.
მაგრამ ხომ ვიცით არა? რაც ბზინავს ყველაფერი ოქრო არ არის.

"კიდევ დიდხანს აპირებ ჩემს თვალიერებას, თუ შევუდგეთ საქმეს."

ხმამ გამომაფხიზლა ჩაძირული ფიქრებიდან. ეს ხმა რომელიც ამდენად მაშინებდა, და იმდენადვე მატყვევებდა.
მისი დემონური ღიმილი არ ტოვებდა მის ასე გამომწვევად მომზირალ ტუჩებს.
მთელი სხეული მტკიოდა დაძაბულობისგან, თითოეული კუნთით ვგრძნობდი ამ მტანჯველ დაძაბულობას და მეჭიმებოდა სხეული, კრუნჩხვაში ჩავარდნილი ეპილეფსიანი ადამიანივით.

°Love Ink°   Donde viven las historias. Descúbrelo ahora