°8°

1.2K 191 14
                                    

19 წლის წინ

ნამდვილი დედოფალი.
ცნობილი სეოს საამაყო მეუღლე.
ხშირად ისმოდა მსგავსი კომენტარები კიმ ჯი ვონის მისამართით.
ბედნიერება, სხვა რა უნდა ეწოდებინა თავისი ცხოვრებისთვის, როცა გვერდით ჰყავდა მეუღლე, რომელიც თავდავიწყებით უყვარდა და ვაჟი, რომელიც სიცოცხლეს ერჩივნა.
'ჩემი ბედნიერების ბირთვი' ასე უწოდებდა დედა ახალგაზრდა ჯუნ მიონს. არ არსებობდა დღე, არ არსებობდა წამი სადაც ჯუნ მიონის ღიმილის გარეშე წარმოედგინა ქალს ცხოვრება.
განსაკუთრებული ბავშვი და წლების შემდეგ ასეთივე განსაკუთრებული ახალგაზრდა მამაკაცი იყო ეს ბიჭი.
კიმ ვუ ბინის მემკვიდრე და მისი სიდიადის ღირსეული გამგრძელებელი.
ყველას აკვირვებდა ბიჭის გონების შესაძლებლობები, მისი ინტერესი ადრეულ ასაკშივე ძირფესვიანად შეესწავლა ოჯახური საქმე.
ამაყი დედა, ნამდვილად არ არსებობდა ქვეყნად ქალბატონ კიმზე ამაყი ქალი.
მის ცხოვრებაში ყველაფერი იდეალურად მიდიოდა, ყოველგვარი ბნელი მხარის გარეშე.
ან ეს ყველაფერი ის იყო რისიც ქალს ასე დარწმუნებით სჯეროდა.

"სად არის ჩემი დედოფალი?"

გაღიმებული შეაბიჯა საძინებელ ოთახში ვუ ბინმა.

"დედოფალი თავს შეუძლოდ გრძნობს."

ოდნავ წამოიკრუსუნა ქალმა, მამაკაცის აღელვებამაც არ დააყოვნა, მეუღლესთან მივიდა და ინტერესით დაუწყო სინჯვა, რა იყო მისი მეუღლის სისუსტის მიზეზი.

°Love Ink°   Место, где живут истории. Откройте их для себя