°3°

1.2K 194 43
                                    

რას დაარქმევდით გრძნობას, როდესაც სრულიად უცხო ადამიანის მანქანაში იმყოფებით, დიახ ის უცხო იყო ჩემთვის, მხოლოდ რამდენიმე საათი იყო რაც ვიცნობდი და ჩვენი ნაცნობობა, მხოლოდ ტატუს სალონში გატარებული დროით შემოიფარგლებოდა.
სიმართლე იყო ის რომ მან გადამარჩინა ვიღაც ტროისგან, მაგრამ მე არ ვიცოდი ეს კარგი იყო თუ ცუდი.
საერთოდ არაფერი არ ვიცოდი,რას აპირებდა? ჩემგან რას მოითხოვდა? ან რა უნდა დამემალა მისგან ისეთი, რამაც ასე გააცოფა.
ალბათ დაბნეულობა და შიში, ეს იყო რაც იმ წამს ჩემს სხეულს დაპატრონებოდა.
როცა მისი სიტყვები გავიგონე, მაშინვე მინდოდა მანქანის კარი გამეღო და იქედან გადავმხტარიყავი, თუმცა კიდევ ერთმა შიშმა მძლია და თვითგადარჩენის ინსტიქტმა დამახევინა უკან.
სიტყვა აღარ დამიძრავს, პირი სრულიად გამომშრალი მქონდა ნერვიულობისგან, თითქოს მთლიანად აორთქლდა სითხე ჩემი სხეულიდან.
იმ დროს მხოლოდ იმაზე ვნერვიულობდი რა იქნებოდა შემდეგ...
ფართო გზაზე მთელი სისწრაფით მიმავალი მანქანა,ის დასრიალებდა მანქანებს შორის, არ უშინდებოდა დიდ მოსახვევებს და ჩემში შიშს რაღაც სრულიად უცხო გრძნობა ცვლიდა, რომელსაც გამეგო რომ ადრენალინი ერქვა.
ალბათ სულელურად ჟღერს, ჩემს მდგომარეობაში, ყველაზე ნაკლებად ადრენალინზე უნდა მეფიქრა, მაგრამ ისე იყო როგორც ჯოკერი და ჰარლი ქვინი, ამ ფიქრზე უფრო მეტი აღტაცება ვიგრძენი.
მკვეთრი დამუხრუჭების ხმა, რომ არა უსაფრთხოების ღვედი ალბათ ჩემი სახე საქარე მინას დაამშვენებდა.
ის უსიტყვოდ გადავიდა მანქანიდან, ირგვლივ მოუარა და ჩემს კართან გაჩნდა. კარი გააღო ერთხანს მიყურა, როცა მიხვდა რომ ადგილიდან დაძვრას არ ვაპირებდი, ღრენით წარმოთქვა, მანქანიდან გადავსულიყავი.
ფეხები ჟელესავით მქონდა, მყარად დადგომა აშკარად არ შემეძლო, შეიძლება ზედმეტი ადრენალინის გამო ან არ ვიცი. მანქანიდან გადავედი თუ არა ერთიანად დავკარგე ძალა, მას რომ არ დავეჭირე ძირს დავენარცხებოდი.

°Love Ink°   Where stories live. Discover now