მთელი ღამე, ერთი და იგივე კადრი ტრიალებდა ჩემს სიზმრებში, ან იქნებ ცხად ფიქრებში, გონების გადაღლილობის გამო ვერც კი ვხვდებოდი, მაშინ ეს კადრი სიზმარი იყო თუ იმ მომენტზე ჩაციკლული ჩემი გონების ეფექტი.
მისი შეხება, როგორ ნაზად გადაუსვა ხელი ჩემს კანს, როცა ხატვას მორჩა. თითქოს ისევ განვიცდიდი ამ სენსაციურ გრძნობას.
ბოლოს კი მისი სისხლიანი სხეული წამოიჭრა ჩემს არეულ გონებაში და თვალი გავახილე.
პირდაპირ მოპირდაპირე ოთახისკენ დაიძრა ჩემი სხეული.
კარი ფრთხილად შევაღე, ჯინი ჭრილობას უმუშავებდა.არ ჰქონია არანაირი გაკვირვება მამაკაცს, როცა ოთახში შესულს მომკრა თვალი, თბილად გამიღიმა და თავისი საქმე განაგრძო.
"სისხლდენა აღარ აქვს, მაგრამ ჯერ კიდევ ბევრი აქვს საბრძოლველი, უამრავი სისხლი დაკარგა, რასაც ასე უცებ ვერ აღიდგენს ორგანიზმი."
"გაიღვიძა?"
ვკითხე იმედით, მის პასუხზე საშინელი სპაზმი ვიგრძენი.
"ჯერ არა პატარავ."
"რატომ არ იღვიძებს?"
"იმიტომ რომ გამოფიტულია."
"იქნებ საერთოდ..."
"არა თეჰიონ,ის ძლიერია, ამაზე დიდი საშინელებისთვისაც გაუძლია. სასიცოცხლო ორგანოები არ აქვს დაზიანებული ამიტომ აუცილებლად მოვა გონს."
"საიდან იცი რომ არ აქვს? საავადმყოფოშიც კი არ წაიყვანეთ."
უცხო გრძნობა, სიბრაზე. ხო სწორედ მაშინ ვიგრძენი სიბრაზე პირველად. შიში, იმედგაცრუება, წუხილი, მაგრამ გაბრაზება? ეს უცხო იყო ჩემთვის.
"მე ექიმი ვარ პატარავ, სასიცოცხლო ორგანო რომ იყოს დაზიანებული ის უკვე მკვდარი იქნებოდა, არც შიდა სისხლდენა მიდის,რადგან ხედავ ამ ვარდისფერ გარშემოწერილობას ჭრილობაზე?"
ახლოს მივედი რომ უკეთ დამენახა რას გულისხმობდა.
"ეს ვარდისფერი კვალი ალისფერი წითელი იქნებოდა სხვა შემთხვევაში, ეს ადგილი შეშუპდებოდა. ანტიბიოტიკები მოქმედებს არც ანთებითი პროცესი არ გვაქვს, ამიტომ შენი ბრაზი სრულიად უადგილოა."
STAI LEGGENDO
°Love Ink°
Fanfiction02/08/2019-03/11/2019(completed) ©მარიამი "დარწმუნებული ხარ რომ სწორედ ამის დახატვა გინდა?" "დიახ ვარ." ჯიუტად ვუპასუხე. "არ მგონია JK ამ ამბავმა გაახაროს." თვალები აატრიალა მაღალმა მამაკაცმა და იქვე კუთხეში სავარძელში მჯდარ მამაკაცს შეხედა, რომელი...