_სიყვარული ჩვენს გასაბედნიერებლად არ არსებობს. ეს გრძნობა იმისთვისაა შექმნილი, რომ დაგვანახოს, რამდენის ატანა შეგვიძლია._ჰესე
დღის უცნაური დასაწყისი იყო ჯერ კიდევ ის რომ დივანზე ჩაძინებულმა ჩემმა სხეულმა, ჩემსავე საძინებელში გაიღვიძა.
დილით არაფერს ვგრძნობდი.
სრულიად არაფერს. არც ტკივილს, არც იმედგაცრუებას. არც ტანჯვა იყო ჩემი დღის დასაწყისში მთავარ კერძად.
მხოლოდ მოგონებები მესხმოდნენ თავს, წინა ღამის მოგონებები, რომელიც აი ასე თამამად და ზედმეტი ფიქრის გარეშე ჩავთვალე, რომ არაფერი იყო გარდა კოშმარული სიზმრისა.ოთახიდან გამოსულმა პირდაპირ სამზარეულოს მივაშურე, ჯერ კიდევ ადრიანი დილა იყო, ამიტომ გამიკვირდა ასე ერთიანი თავშეყრა რომ მოეწყოთ დანარჩენებს.
პირველივე უცნაური მზერა ჯინისგან მომხვდა და სახე ამიწვა, ვეცადე დამეიგნორებინა, მაგრამ როცა დანარჩენებმაც ასეთივე მზერით დამიწყეს ყურება, უბრალოდ ვეღარ გავუძელი დაჟინებულ თვალთვალს და მკაცრი ტონით ვიკითხე."რამე მოხდა?!"
მზერა სასწრაფოდ ამარიდეს. მხოლოდ ის არ მიყურებდა. მე კი მხოლოდ მას ვხედავდი.
მთელი დღის მანძილზე ყველა ცდილობდა ნორმალურად მოქცევას, მაგრამ ყოველი მათი მოქმედება უცნაური მზერით სრულდებოდა, ყოველ ჩემს გაღიმებაზე, ყოველ მხიარულ განწყობაზე.
ნელ-ნელა ვხვდებოდი, რომ რაც დილით ასე გულუბრყვილოდ დავაჯერე საკუთარ თავს, ნამდვილად მოხდა და მათ თითოეული დეტალი იცოდნენ.კიდევ ერთხელ დამიტრიალდა წინა ღამით გავლებული ფიქრები გონებაში.
ის ჩემი სურვილით უნდა მოკვდეს
წარმოდგენა არ მქონდა ამას როგორ მივაღწევდი, თუმცა იმის იმედი რომ ის უკვე მე მეკუთვნოდა, ყველაფერს მიადვილებდა.
ESTÁS LEYENDO
°Love Ink°
Fanfic02/08/2019-03/11/2019(completed) ©მარიამი "დარწმუნებული ხარ რომ სწორედ ამის დახატვა გინდა?" "დიახ ვარ." ჯიუტად ვუპასუხე. "არ მგონია JK ამ ამბავმა გაახაროს." თვალები აატრიალა მაღალმა მამაკაცმა და იქვე კუთხეში სავარძელში მჯდარ მამაკაცს შეხედა, რომელი...