°11°

1.2K 189 74
                                    


სუსხიანი ამინდი და ამ ამინდში ნაგრძნობი სითბო.
ყინვა რომ თითებს გიწვავს და უეცარი სითბო გსიამოვნებს.
ტკივილი და სიამოვნება.
ნეტარი გრძნობა.
რამდენი იფიქრებს ალბათ რომ გავგიჟდი, რამდენი ფიქრობთ რომ არც მე ვარ ნორმალური.
დიახ, მე არანორმალური ვარ, ჭკუიდან შეშლილი ბიჭი.
ბიჭი, რომელსაც შეუყვარდა დემონი.
ბიჭი, რომელმაც თავისი სული, თავისივე ნებით ეშმაკს დაუთმო და წამითაც არ ნანობს ამას.
ბიჭი, რომელსაც ფრთები სწორედ ამ დემონმა აჩუქა.
მერე რა რომ ეს ფრთები თეთრი არ არის.
მე შემიყვარდა ბოროტება, მე მისთვის გავხდი დემონი.
ვინ თქვა რომ სიყვარული მხოლოდ გვაკეთილშობილებს.
ვინ თქვა რომ სიყვარსულს მხოლოდ სწორ გზაზე დავყავართ.
ვინ თქვა რომ საყვარელი ადამიანებისთვის უკეთესნი ვხდებით.
რას იტყვით იმ განსაზღვრებაზე, რომ ჩვენ ისეთები ვხდებით, როგორიც იმ ადამიანებისთვის არის შესაფერისი.

ვინ თქვა რომ დემონებს სიყვარული არ შეუძლიათ, მათ შეუძლიათ, მათ უყვართ.
უბრალოდ ხშირად ამას გვიან აცნობიერებენ.

გვიან ვაცნობიერებთ.

მათ უყვართ თავისებურად, მათ უყვართ სულის შეძვრამდე.

ჩვენ გვიყვარს, ჩვენ ვიბრძვით.

ისინი თავის ბუნების მიხედვით გამოხატავენ სიყვარულს, მერე რა თუ ეს ცოტათი მტკივნეულია.

ჩვენი სიყვარული ტილოზე გადმოტანილი სიურეალიზმია.

როცა დაცემულ ანგელოზად გადაწყვეტ გარდაქმნას, უნდა იცოდე რომ დაცემა მტკივნეულია.
როცა ლუციფერს შეავედრებ შენ სულს უნდა იცოდე რომ გზა, რომლის გავლაც მოგიწევს ლავით და ცეცხლით იქნება სავზე, მხოლოდ საცალფეხო ბილიკი იქნება შენი მეგზური.

°Love Ink°   Où les histoires vivent. Découvrez maintenant