°10°

1.2K 199 47
                                    

მესამე პირი (POV)

ორი კვირით ადრე

"რატომ გადაწყვიტე მისი გაშვება?"

"დროა ჯიჰუნმა თავისი საქმე გააკეთოს, რისთვისაც არის კიმებთან."

"ის თავის საქმეს აქამდეც აკეთებდა ჯანგუკ."

"როგორ?"

"ინფორმაციას გვაწვდიდა ვუ ბინზე."

"არ გამაცინო, მაშინ საიდან აღმოჩნდა, რომ თეჰიონის ამ ვითომ მეამიტი ღლაპის შესახებ აქამდე არაფერი ვიცოდით."

"ხომ ვიცოდით რომ კიმს მეორე შვილიც ჰყავდა, რას მოითხოვ ჯიჰუნისგან?"

"რატომ იცავ? რატომ არ აღიარებ რომ შეცდომა დაუშვა?"

"ჯანგუკ შენ არასდროს დაგივალებია მისთვის ვუ ბინის მეორე ვაჟზე ინფორმაციის მოწოდება, ხანდახან იმასაც ვფიქრობდი რომ მისი არსებობის შესახებ საერთოდ არ გახსოვდა."

"გინდა მითხრა რომ ეს ჩემი შეცდომაა?!"

"ნუ ყვირი ბიჭო, პატივი ეცი უფროსებს."

"მე ყოველთვის ვუ ბინის ნაბიჯები მაინტერესებდა ნამჯუნ, იქ კი არასდროს გამოკვეთილა მისი ვაჟი."

შედარებით წყნარი ტონით განაგრძო ჯანგუკმა.

"და კიდევ ერთი შენი შეცდომა, გამოდის რომ რასაც თეჰიონი ამბობს სიმართლეა."

"მაგას გავარკვევთ."

"ჯანგუკ მესმის შენი ეჭვები და მხოლოდ შენ არ დაგიკარგავს მამა, ის ყველამ ერთად დავკარგეთ. მაგრამ არასწორია როცა ცდილობ ვუ ბინის ცოდვების გამო მის შვილს აგებინო პასუხი."

"წმინდანივით ნუ მელაპარაკები ნამჯუნ."

"არ ვარ წმინდანი, მაგრამ შენგან განსხვავებით სიმართლისთვის თვალის გასწორება შემიძლია. შენ იმდენად გძულს ვუ ბინი, არ გინდა დაიჯერო თეჰიონის უდანაშაულობა."

°Love Ink°   Tahanan ng mga kuwento. Tumuklas ngayon