°4°

1.1K 195 17
                                    

გაქცევა აი რა იყო ჩემი გეგმა, ისევ გაქცევა. ყოველთვის გაქცევა...
ყოველთვის გავრბოდი ჩემი თავისგან, ჩემი ოჯახისგან, ჩემი სურვილებისგან,როგორც კი ერთს გამოვექეცი, მართალია დროებით, მაგრამ ვინ იცოდა, მაშინ მეგონა რომ უკან ვეღარასდროს დავბრუნდებოდი, გზად მეორე ადგილზე გავიჭედე საიდანაც ისევ გაქცევა უნდა მეცადა.

მთელი ღამე იმაზე ფიქრში გავატარე, რაც მან მითხრა. ძმა, რომელიც არასდროს მყოლია და მამა,რომელიც კრიმინალი ყოფილა.
ჯანდაბა ძალიან მეცინებოდა,მეგონა ჭკუიდან ვიშლებოდი, რადგან ჩემი მდგომარეობა ყველაფერი იყო,მაგრამ არა სასაცილო.

მისი თვალები გონებიდან არ ამომდიოდა, მისი მომაკვდინებელი მზერა, ცივი მეტალის შეხებას ისევ ვგრძნობდი სახეზე, ცივი ოფლი მასხამდა, მეორე წამს კი მთლიანად სიმხურვალე მივლიდა ტანში, როგორც მაშინ, როცა მას პირველად შევხვდი.
მისი თვალები პირველივე წამიდან ჩემი ტაძარი გახდა, ამას დიდი ხნის შემდეგ მივხვდი, თავიდან ვერ ვიაზრებდი რა გრძნობა იყო ეს.
მისი გამოხედვა მაშინებდა, მაგრამ ეს სასტიკი ბუნება,ოჰ ღმერთო როგორ მიზიდავდა.
ცამ რომ ცისფერი ფერი მიიღო სწორედ მაშინ ჩამეძინა, მახსოვს როგორი დამძიმებული მქონდა თვალები და სხეული. ძილი არ მინდოდა,მაგრამ ბუნებას წინააღმდეგობა ვერ გავუწიე.

დროის ათვალა იქ, იმ ოთახში სრულიად დაკარგული მქონდა, ამიტომ არ ვიცი რა დრო იყო როცა თვალი გავახილე.

საწოლიდან შეშინებული წამოვვარდი, ის იქ იჯდა და მიყურებდა.
მისი თვალებიდან მზერა მის ხელებზე გადავიტანე, ისევ ველოდი რომ ხელში იარაღი ექნებოდა, მაგრამ როცა ცარიელ ხელებს მოვკარი თვალი შვება ვიგრძენი.

"როდემდე აპირებ თავის მოკატუნებას?"

მითხრა ჩახლეჩილი ხმით.

"როდემდე აპირებ ჩემს აქ გაჩერებას?"

ვუპასუხე ენის დაბმის გარეშე.

°Love Ink°   Where stories live. Discover now