მესამე პირი (POV)
შიშველი სხეული იდგა შუა ოთახში.
მის სხეულზე ბასრი მეტალი დასრიალებდა.
თეთრ და ზოგ ადგილას შესამჩნევად წითელ ანაბეჭდს ტოვებდა.უფრო მაღალი სხეული, სრულიად შემოსილი, დემონური ღიმილით თავს დატრიალებდა მას.
"ერთი მიზეზი მაინც მითხარი, რატომ არ უნდა შევამკო, ეს ლამაზი სხეული იარებით."
"იმიტომ რომ შენ საკმაო იარა დატოვე მის სულზე..."
აჩქარებული სუნთქვით წარმოთქვამდა სიტყვებს, მომცრო სხეული.
"შენი სული, ისევე როგორც სხეული მე მეკუთვნის, არ გგონია რომ სრული უფლება მაქვს, ისე მოვექცე ჩემს საკუთრებას როგორც მომინდება?"
"მაშინ გააკეთე, გააკეთე რაც გსურს..."
კვნესას ამოაყოლა შიშველმა სხეულმა, როცა დანის წვერი იგრძნო ყელთან, თავის სისხლიან ვარდზე.
"ამისთვის, ჯერ საკმარისად არ დამისჯიხარ."
უფრო მაგრად დააწვა დანით, მელნის ქმნილებას.
"არაფერი დაშავდება, თუ სულ ცოტა ოდენ წვლილს მეც შევიტან მასში."
დანის წვერმა კანი გააპო.
სისხლით გაფერადდა, უსახო, ვერცხლისფერი მეტალი."ასე უფრო ლამაზია."
ტუჩებით შეეხო იარას, ენით ალოკა თბილი სითხე.
ცხელი ენა და ცივი მეტალი ენაზე, უცნაური ნაზავი, საოცრად აღმაფრთოვანებელ გრძნობებს იწვევდა შიშველ სხეულში."ჯანგუკ..."
კიდევ ერთხელ დასცდა ცოდვილი კვნესა, თეჰიონის ბაგეებს. უნდოდა შეხებოდა მის წინ მდგარ სხეულს, უნდოდა ეგრძნო მისი გრძელი შავი თმა, როგორ აიხლართებოდა მის თითებში, მაგრამ ელოდებოდა მომენტს, კულმინაციურ მომენტს.
სრულ სიამოვნებამდე, ჯერ ბევრი იყო დარჩენილი.
YOU ARE READING
°Love Ink°
Fanfiction02/08/2019-03/11/2019(completed) ©მარიამი "დარწმუნებული ხარ რომ სწორედ ამის დახატვა გინდა?" "დიახ ვარ." ჯიუტად ვუპასუხე. "არ მგონია JK ამ ამბავმა გაახაროს." თვალები აატრიალა მაღალმა მამაკაცმა და იქვე კუთხეში სავარძელში მჯდარ მამაკაცს შეხედა, რომელი...