°25°

1.2K 187 34
                                    


მესამე პირი (POV)

_რაც უფრო დიდია დანაშაული,
მით მეტია სასჯელი._

ხშირად ვინანიებთ არა გულით, არამედ გონებით.
მაგრამ არის მომენტი, როცა გონების ტანჯვის ხმა, სულის სიღრმეებამდე აღწევს, სრულად შევიგრძნობთ მთელი დანაშაულის სიმძაფრეს და სწორედ ამ დროს იწყება სუფთა მონანიების ორმოც საფეხურიანი კიბე.
ხშირად ერთი დანაკარგი არ არის საკმარისი, ბევრისთვის შეიძლება არც ასი იყოს, თუმცა არა ვუ ბინისთვის.
ზუსტად იგივე მდგომარეობა გვაქვს, მაშინ, როცა ურწმუნოების დიდი ნაწილი სარეცელზე უკანასკნელ სუნთქვას აყოლებს ღმერთის დიდებას. ზოგიც კი უკან მოუხედავად გმობს მის არსებობას.
მეორე დანაკარგი სწორედ უკანასკნელი ამოსუნთქვა იყო უფროსი კიმისთვის.
მონანიების პირდაპირ მეორმოცე საფეხურზე აღმოჩნდა მამაკაცი, ტანჯვა, ყველაზე რბილი ნათქვამი იყო მის შიგნით მოქმედი ვულკანის გადმოსაცემად, რომლის ლავაც წვეთ-წვეთ და ნელ-ნელა იღვრებოდა პირდაპირ მის სულზე და მოუშუშებელ დამწვრობებს აჩენდა.

თავიდან საპასუხო დარტყმისთვის მობილიზებული გონება, მოულოდნელად წმინდანის გონებად გადაიქცა. კბილი, კბილის წილ, საიდანღაც, მეორე ლოყის შეშვერის სურვილმა შეცვალა.

პირველი დღე, სწორედ ის დღე, მოჭრილი თავი, რომ მიიღო საჩუქრად საკუთარი შვილისგან, მოჩვენებების სამყაროში გაატარა ბინმა.
საკუთარ ოთახში ჩაკეტილი ასეულობით სახელს წარმოთქვამდა, ასეულობით ადამიანს ელაპარაკებოდა, მაგრამ ოთახში სრულიად მარტო იყო.

მეორე დღე, ოდნავ განსხვავდებოდა წინა დღისგან. ასეულობით სახელი მხოლოდ ერთმა სახელმა ჩაანაცვლა, კიმ ჯუნ მიონი.

მესამე დღე, ოთახი დატოვა მამაკაცმა და თავის სამუშაო კაბინეტში გადაინაცვლა, გულმხურვალედ განიხილავდა უკან დახევის გეგმას. დაკეტილ კართან მდგომ, ჯი ვონს დიდხანს ეგონა, რომ მისი ქმრის სატელეფონო საუბარს უსმენდა, მაგრამ ბოლოს, როცა ბინმა თანხმობის გრძელ სიტყვას სახელი ჯუნი დააყოლა, პირზე ხელი აიფარა ქალმა და უკან მოუხედავად გაიქცა, შორს, კარიდან შორს, სახლიდან შორს.
საბოლოოდ კი შვილის საფლავზე მტირალი მოვიდა გონს.

°Love Ink°   Where stories live. Discover now