°7°

1.1K 197 22
                                    

ჩემი თავი ძელზე გამოკიდებული საქანელა მეგონა, რომელსაც ქარი სასურველი მიმართულებით აქანავებდა. მე ჩემს თავს არასდროს ვეკუთვნოდი, არც უკან სახლში და არც იმ ბიჭებთან.
განუწყვეტლივ ვფიქრობდი თავისუფლებაზე, მაგრამ რა თავისუფლებაზე მქონდა საერთოდ საუბარი, იმ ადგილიდან თავის დაღწევა ნიშნავდა კი თავისუფლებას?
არა!
მე ისევ ძველ ცხოვრებას დავუბრუნდებოდი და ვინ იცის იქნებ ის ძველი ცხოვრებაც სანატრელი გამხდომოდა.
ჩემი გაპარვა ნამდვილად არ იმოქმედებდა კარგად, დედაჩემის მკაცრ ხასიათზე და მით უმეტეს მამაჩემზე.
ორმაგ მეთვალყურეობას დააწესებდნენ ჩემზე, სასჯელად სულ მარტო ყოფნას დამიწესებდნენ და ჯიმინსაც აღარ მისცემდნენ ჩემთან მეგობრობის უფლებას.
ერთი უბედურება მეორე უბედურებით შეიცვლებოდა, ეს სულ ასე იყო ყოველთვის.

დილით კარზე დაკაკუნების ხმამ გამომაფხიზლა, ფიქრებიდან და არა ძილიდან.
მთელი ღამის მანძილზე ძილი საერთოდ არ მომკარებია თვალზე.

"მზად ხარ?"

ფრთხილად შემოაბიჯა ჯინმა ჩემს ოთახში.

მე მხოლოდ თავი ავწიე და ისევ ბალიშზე დავაბრუნე. არაფერი მითქვამს.
ანუ ჯანგუკი არ ხუმრობდა
გამეფიქრა, უაზროდ დიდი სიმძიმე ვიგრძენი მკერდზე.

"გამოიცვალე."

ტანსაცმელი დამიდო საწოლზე. უკან გაბრუნებას აპირებდა, მაგრამ არ მინდოდა წასულიყო.

"ჯინ."

სუსტი ხმით წარმოვთქვი და მხოლოდ მაშინ წამოვჯექი საწოლზე.

"რა მოხდება როცა უკან დავბრუნდები?"

ჯინი უკან მოტრიალდა, ჩემს გვერდით დაიკავა ადგილი.

"არ ვიცი პატარავ, ალბათ ჩვეულ ცხოვრებას დაუბრუნდები, სხვა რა უნდა მოხდეს პატარავ."

ოდნავ შეირხა მისი ტუჩები წინადადების ბოლოს. თითქოს გაიღიმა.

"არ მინდა ძველ ცხოვრებას დავუბრუნდე."

"აქედან წასვლა ხომ გინდა?"

°Love Ink°   Where stories live. Discover now