°26°

1.1K 175 43
                                    

_გრძნობების მეტი სულს ვერაფერი ჰკურნავს, ისევე, როგორც გრძნობათა მკურნალობა შეუძლებელია სულის გარეშე_

(დორიან გრეის პორტრეტი)

მესამე პირი (POV)

წარსულისგან გაქცევა რთული ყოფილა, განსაკუთრებით მაშინ, თუ ადამიანი თვითონ ვერ შორდება ამ წარსულს.
უკან წარსულში მოხედვა, ყველაზე დიდი და გამოუსწორებელი დანაშაულია.
მაგრამ შენ მაინც იხედები, ალბათ იმიტომ, რომ არც აწმყო არის უკეთესი.
სამი წელი, რა მალე გავიდა ეს დრო.
თავისუფლების და თან წარსულზე მიჯაჭვის დრო.
ალბათ პროტესტს იმსახურებს, ამგვარი დათეზისება, თუმცა დიახ. თეჰიონი თითქოს თავისუფალი იყო ყველაფრისგან,აკეთებდა იმას რაც სურდა, გვერდით ჰყავდა ადამიანი, რომელიც სიცოცხლეს ერჩივნა, მაგრამ გაუცნობიერებლად ილექებოდა მასში იმედი იმისა, რომ ოდესმე თავის ოჯახში სტუმრის სტატუსით მაინც შეძლებდა მისვლას, ყოველგვარი სიფრთხილის გარეშე. დრო დაივიწყებდა ომს, და სიყვარული გაიმარჯვებდა.
თავად ხომ ყველაფერს გადაუსვა ხაზი, ყველა ყოფიერს და არაყოფიერს, მხოლოდ ეს გრძნობა დარჩა ხელუხლებლად, სალოცავ ხატად.
მერე რა თუ ხატი დემონისგან შექმნა.
ფიქრობდა სიყვარული გახდებოდა, თავისი სატრფოსთვის სულის დაბრუნების მიზეზი, არა, ის არ დარდობდა საკუთარ სულზე, ერთადერთი ვინც აინტერესებდა ეს ჯანგუკი იყო.
მაგრამ მათი ბოლოს საუბრიდან მიხვდა, რა გინდ დიდი არ უნდა ყოფილიყო ჯანგუკის სიყვარული, ის მის სულს ვერ განკურნავდა შურისძიების შხამისგან.
თეჰიონი თვლიდა, რომ ვუ ბინმა უკვე მიიღო საკადრისი, მან შეძლო ეპატიებინა მამამისისთვის.
ის ძლიერი აღმოჩნდა, ძლიერი აღმოჩნდა მისი სიყვარული, ძლიერი აღმოჩნდა მისი უსულო სხეული.
და საბოლოოდ მან შეძლო სულის დაბრუნება, უკვე მერამდენედ, ეს იყო დაბადება.

ახლა დრო იყო გამოეცადა თავისი დემონის გრძნობის სიძლიერე.
მტკიცედ გადაწყვიტა დაებრუნებინა დაკარგული მისთვის, თუნდაც ნაწილი, მცირეოდენი ნაწილი მისი სულის.
ახლიდან შთაენერგა მისთვის სიცოცხლე, მოერგო მისთვის ფერადი სათვალეები და ამოეყვანა შავი კუპრისგან.

°Love Ink°   Where stories live. Discover now