°28°

2.3K 223 207
                                    

_მომხიბვლელია სიკვდილი...
სასწაულია დაბადება..._

მესამე პირი (POV)

დაბადება
ნაწილი.2.

სივრცე...
უსიცოცხლო თვალები...
სივრცის მიღმა დანახვის სურვილი...
იმედის დანახვის სურვილი...
მაგრამ, ხელებში მომწყვდეული უიმედობა...
სრული აგონია...
შიში...
მომავლის შიში...
საკუთარ თავზე გადაბიჯების შიში, მაგრამ სურვილი, უკან დაბრუნების.
მისი უკან დაბრუნების.
მუქარები და აკრეფილი მუქარის წერილის შემდეგ, ჩუმად და მძიმედ, მომდგარი ცრემლის გადაყლაპვა.
ცოდნა, რომ მისი ბრალია.
გააზრება და გულზე მოჭერილი მარყუჟები.

'ყველაფერი ჩემი ბრალია.'

თუმცა სინანული, როდიდან ანაღვლებთ დემონებს სინანული.

გათავისების და მიუხედავად მაინც არ აპირებდა უკან დახევას.
არ აპირებდა უარი ეთქვა მთელი ცხოვრების შრომაზე.
მას უყვარდა, და ჯანდაბა, წამითაც არ შეგეპაროთ ეჭვი, რომ უყვარდა.
თუმცა, ის ჯერ კიდევ ბავშვობაში ჩავარდა ჯოჯოხეთში.
ძალიან ადრე გაიგო რა იყო ბოროტება, ძალიან ადრე დაუთმო სული ეშმაკს.
ყველაფერი ძალიან ადრე მოხდა მის ცხოვრებაში.
იმდენად ადრე, რომ უკვე უკან დახევის გზები დიდ მორევად იყო ქცეული.
შეგიძლიათ დაადანაშაულოთ, გაკიცხოთ, ჩაქოლოთ, ჯვარს გააკრათ მისი უსულო სხეული... მაგრამ არის დრო, როცა უბრალოდ ძალიან გვიანია.

მას უყვარდა და ეს სიყვარული ძლიერი იყო, მაგრამ ვერ შეძლო მისი გონება განეწმინდა შხამისგან.

თავში უტრიალებდა მოგონებები და მოგონებებში წარმოთქმული თეჰიონის სიტყვები.

'და მე მზად ვარ ის დაგიბრუნო...
ან შენს გვერდით სიკვდილით.'

იცოდა, რომ თეჰიონი ამას გააკეთებდა, იცოდა, რომ მისი სულის დასაბრუნებლად მოკვდებოდა, რადგან თვლიდა, მისი შეშლილი სიყვარული თვლიდა,რომ თუ ჯანგუკის სული მასში იყო, მისი სიკვდილით ის განთავისუფლდებოდა.
ამის დაშვება არ შეეძლო, არ შეეძლო თეჰიონის შეშლილი ფიქრები, რეალობად ექცია, არ შეეძლო დაეკარგა ის.
ძალით თუ ნებით, მას დაიბრუნებდა.
მისი დაბმაც, რომ დასჭირვებოდა, მაინც გამოსტაცებდა მის მშობლებს კიდევ ერთხელ მის თავს და აღარასდროს აღარ მოიცილებდა გვერდიდან.
მას უყვარდა...

°Love Ink°   Donde viven las historias. Descúbrelo ahora