°17°

1.3K 183 72
                                    


მესამე პირი (POV)

არ არსებობდა სირთულეები, რომელიც ჯეონ ჯანგუკს არ შეეძლო გადაელახა.
მხოლოდ ერთი გამოუკვლევი და დაუმარცხებელი ფენომენი არსებობდა მის ცხოვრებაში სახელად კიმ თეჰიონი, ახლად წოდებული V.

იმ ღამის შემდეგ, რაც Diabloში მოხდა, მოსვენება სრულიად დაკარგული ჰქონდა ბანთანის ლიდერს.

ორი რამ უღრნიდა ისედაც დაულაგებელ გონებას, როგორ მოეპოვებინა ეს დიდების მომტანი ახალი "ხილი" და როგორ გამკლავებოდა ამოუცნობ გრძნობას, რასაც ჩვეულებრივი მოკვდავები ეჭვიანობას ეძახდნენ.

პირველი მისია თითქმის შესრულებული იყო.

ბატონ ფრანკოს დიდი თანხა შესთავაზა, თან გარანტად გაუხდა, რომ მისი სახელი არსად არ ამოტივტივდებოდა, ისევ ისე ინკოგნიტოდ დარჩებოდა, როგორც აქამდე. თან ბონუსად Vის თავსაც დაჰპირდა, ასე რომ ყველაფერი ისე ხდებოდა, როგორც ჰოლივუდურ ფილმებში.
აი რაც შეეხება მეორე საფიქრალს, შინაგანი დემონი არ აძლევდა საშუალებას ასე უყურადღებოდ გაეტარებინა ეს ფაქტი.

მას შემდეგ, რაც ბატონი ფრანკოს კანალებზე წვდომა მოიპოვა, თავისმა დემონმა დაიწყო მოქმედება.

გეგმა A-დან, გეგმა H-ზე გადაერთო მისი გონება.

"ჯანგუკ სახლში დიდი ხანია არ გამოჩენილხარ, ხომ ყველაფერი მოაგვარე დროა ძმებს შემოუერთდე."

"ჰობი ჯერ კიდევ დამრჩა საქმეები."

"ორ კვირაში იმაზე მეტი შეძელი ვიდრე, სხვები ერთ წელს ანდომებენ და კიდევ რა დაგრჩა?"

"ყველაზე მნიშვნელოვანი საქმე."

თქვა შავთმიანმა და თავისი ბოთლიდან ლუდი მთელი სიამოვნებით მოწრუპა.

დილით ლუდი, დღის საუკეთესო დასაწყისი იყო, სინამდვილეში ერთ ჭიქა მაგარ "ვოტკაზეც" არ იტყოდა უარს, მით უფრო იმ ყველაფრის ფონზე რაც დღის ბოლომდე ჰქონდა დაგეგმილი.
მაგრამ ძლიერი სასმელის დალევა ჰოსოკთან ერთად, თავის გაყიდვას ნიშნავდა, ამიტომ უბრალოდ მასთან ერთად მეგობრულ ლუდის სმას დაჰყვა, ბოლოს და ბოლოს ჰოსოკმა მოსაკითხად დაურეკა და შეხვედრა სთხოვა.

°Love Ink°   Where stories live. Discover now