_ცაზე მოციმციმე ვარსკვლავებს
თუ ვერ ხედავ,
ეს იმას არ ნიშნავს,რომ
მათ ნათება შეწყვიტეს_ყოველი ახალი გეგმა, მარცხით სრულდებოდა.
ყოველი ახალ ნაბიჯს, ერთი ნაბიჯით უსწრებდა მამაჩემი.
წარმომედგინა მისი სახე, როგორ იცინოდა, როგორ ერთობოდა, ბანთანის უუნარობით.მან თანდათან დაიწყო ეჭვის შეტანა საკუთარ ხალხში.
თანდათან რწმუნდებოდა, რომ ჩემი სიტყვები, პირველი საქმის ჩავარდნის დროს არ იყო, მთლად აზრს მოკლებული.ჯიჰუნი, რომელიც, მოგვიანებით გავარკვიე რომ ჩემს ოჯახზე ჰყავდათ მიმაგრებული ვერაფრით ეხმარებოდათ.
გამიკვირდა ჯიჰუნის ამბავი? გითხრათ სიმართლე დიდად არა.
ყველაფერმა თავისი სახელი დაირქვა.
ყველაფერი თავის ადგილზე დალაგდა.
საიდან ფლობდნენ ამდენ ინფორმაციას,გამოჩენის დღიდან ჩემზე.
ყველა გათამაშებული სპექტაკლი, რომელიც კი ოდესმე უთამაშია ჯიჰუნს, თვალწინ გადამეშალა.
ყოჩაღ ჰიონ, ყოჩაღ, ამდენად კარგად შესრულებული როლისთვის.
მით უფრო რომ, მამაჩემი, მონსტრად წოდებული კრიმინალურ სამყაროში, ასე თითის დატკაცუნებით გააცურე. მისი ნდობა მოიპოვე და ასე ამაყად უმშვენებ მხარს.მაგრამ როგორც ჩანს, არც ისეთი ნდობით გამოირჩევოდა დიდი კიმ ვუ ბინის თვალში,რადგან დიდი მცდელობის მიუხედავად ვერ შეძლო ინფორმაცია მოეპოვებინა, ჩვენს ბანდაში ფესვებ გადგმულ სარეველაზე.
უცნაურია, ჩვენს საქმეში ან ენდობი, ან არ ენდობი, ნახევრად ნდობა გამორიცხული თემაა.
უფრო მეტად არ ენდობიან და თუ ეს ასეა, მაშინ ჯიჰუნს დიდ, თავის ზომაზე გამოძერწილ ყულფში გაუყვია თავი.
ეს სხვა ისტორიაა, სხვა დასასრულით, მოდი ისევ იმას დავუბრუნდეთ, აი სარეველად წოდებულ, ვიღაც შინაგან ორგანოს, ასე სუფთად რომ ამუშავებდა სხვა ორგანოებს, თვითონ კი რენდგენს ოსტატურად უძვრებოდა ხელიდან.
YOU ARE READING
°Love Ink°
Fanfiction02/08/2019-03/11/2019(completed) ©მარიამი "დარწმუნებული ხარ რომ სწორედ ამის დახატვა გინდა?" "დიახ ვარ." ჯიუტად ვუპასუხე. "არ მგონია JK ამ ამბავმა გაახაროს." თვალები აატრიალა მაღალმა მამაკაცმა და იქვე კუთხეში სავარძელში მჯდარ მამაკაცს შეხედა, რომელი...