°18°

1.4K 192 67
                                    

_ვინ დაადგინა, რომ ღმერთი კეთილია და ეშმაკი ბოროტი, ვინ გახდა მოწმე ამის, რომ ასე ერთხმად და გადაჭრით მიეღო გადაწყვეტილება, ყოვლად საკამათო თემაზე. მგონია, ღმერთის ბოროტებას უფრო მეტი მოწმე ჰყავს ვიდრე მის სიკეთეს_

რა ეთერიალურია ყველაფერი ირგვლივ, ხელშეუხებელი, მიუწვდომელი.
რაოდენ დიდი კაიფია როცა იხრჩობი და შენს ფილტვებს წყალი შთანთქავს, გიმძიმდება სხეული და წინააღმდეგობის გაწევის სურვილიც კი არ გაქვს.
სიმძიმე რომელსაც მოსალოდნელი სკვდილის დროს განიცდი, სულაც არ არის მტკივნეული, პირიქით, დიდი ექსტაზია.
თვითგადარჩენის ინსტიქტი მხოლოდ სიკვდილის პირველ წამებში მოქმედებს, მხოლოდ წამის მეათასედში გაგივლებთ შიში, მერე კი უბრალოდ ხელებს შლით და ფიზიკური ტკივილის მიუხედავად სულიერ ნეტარებას განიცდით.
ამოუხსნელია სიკვდილის ფენომენი, ამოუხსნელია, რას გრძნობს ადამიანი იმ დროს, მაგრამ მე ვიცი.
ვიცი რას ნიშნავს ტანჯვასთან და ტკივილთან ერთად, რამდენად დიდი სიამოვნებაა ეს მდგომარეობა.

ალბათ იცით რა მომენტია, როცა ცხოვრება თვალწინ გაგირბენთ, ან შეიძლება არც იცოდეთ. ყველას კი არ ჩაუხედავს სიკვდილისთვის თვალებში.
მე იმ დღეს მეორედ ჩამახედა, მან სიკვდილის თვალებში.

პირველად, როცა ლამის მისი ხელით დამახრჩო უეცრად ვიგრძენი შიში, არ აღიარებული და გაუცნობიერებელი შიში.
მაგრამ, მივხვდი თუ არა რომ სულ სხვა სამყაროში მიიკვლევდა გზას ჩემი სხეული და თვალები, მოვეშვი.
შევეგებე ჩემს ბედს, ასე უბრალოდ ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე.

იმ დღეს კი როცა იარაღის სასხლეტს გამოჰკრა თითი, დრო გაჩერდა.
ერთადერთი რამაც შემაშინა ხმა იყო.
ხმა რომელსაც იარაღი გამოსცემს თავისი სხეულიდან ტყვიის გამოდევნის დროს.

თითქოს შენელებული კადრით ვხედავდი, როგორ მოიწევდა ტყვიის ნამსხვრევი ჩემსკენ. წარმოუდგენლად მიგაჩნიათ? ეს კიდევ ერთი სიკვდილის ეფექტია. ჯერ არ ნაგრძნობი სიკვდილის.
ყველაფერს ნელ და გაწელილ მოქმედებაში რომ ხედავ.
ხომ არ გეცნობათ ეს სიტუაცია მაინც.
ეს კაიფის ეფექტია.
კოკაინის ეფექტი.
აი წარმოიდგინეთ მომენტი, როცა ვიდეოს სამჯერ ანელებთ.

°Love Ink°   Donde viven las historias. Descúbrelo ahora