°9°

1.2K 193 58
                                    

მთელი ჩემი ცხოვრება დამიდგა თვალწინ, მთელი ჩემი ტანჯული ცხოვრება, გამომწყვდევა, ყველაფერი და თან არაფერი, სულ რაღაც ერთი კვირა გავატარე ამ კედლებს მიღმა და უკვე მთელი სულით ვგრძნობდი, რამდენი რამ გამოვტოვე. ის დღე გამახსენდა პირველად რომ დავდგი ხალხით სავსე ქუჩაში ფეხი, ამდენი უცხო სახე პირველად ვნახე ცხოვრებაში. ის სასიამოვნო შიშიც ხელმეორედ ამოატივტივა ჩემმა გონებამ. მე არასდროს ვითხოვდი ბევრს, მე უბრალოდ მსურდა ცხოვრება და არა არსებობა.
ამიტომ ვუყურებდი დედაჩემს და
იმ წამს ჩემს წინ სრულიად უცხო ქალი იჯდა, თავიდან მინდოდა მოვხვეოდი და მენუგეშებინა, მან ხომ ყველაფერი დაკარგა ცხოვრებაში, მე არ ვიყავი ერთადერთი ვისაც ტანჯვა მოუწია, ვინ იცის ის რამდენად იტანჯებოდა, მაგრამ როგორც კი ამ ისტორიის მეორე მხარე დამიდგა თვალწინ, როცა მივხვდი რომ ჩემი ტანჯვის მიზეზი სწორედ ის ისტორია იყო, რაც რამდენიმე წუთის წინ მოვისმინე, მივხვდი, რამდენად მეზიზღებოდა ის ქალი, მას არ ჰქონდა უფლება ჩემთვის თავისუფლება წაერთმია, არ ჰქონდა უფლება თავისი ეგოისტობის გამო მე დავესაჯე, არ ჰქონდა უფლება ისე მომქცეოდა, როგორც ვიტრინაში გამოდებულ უსულო ნივთს, რომელსაც დიდი მონდომებით ასუფთავებს პატრონი, ყოველ დღე არასასურველი მტვერისგან.
მე არ ვიყავი ნივთი, მე არ ვიყავი უსულო საგანი, მე ვსუნთქავდი და ამ ჟანგბადს ყოველ დღე მიწყვიტავდა სწორედ ის ქალი ჩემს წინ.
ჯანდაბა, როგორ ვბრაზობდი მაშინ... როგორ ვბრაზობდი მთელს ჩემს ყოფაზე, როგორ შემეძლო ასეთი იდიოტი და გამოუსადეგარი ვყოფილიყავი, როგორ შემეძლო შიშის გამო მეთქვა ყველაფერზე უარი.
და უეცრად ძალიან დიდი ძალა ვიგრძენი, ძალა წინააღმდეგობის გასაწევად, საბრძოლველად. მე აღარ ვაპირებდი დამეშვა ჩემი უსუსურობა, პირველად მე გადავწყვიტე ხმამაღლა მეყვირა საკუთარი თავისუფლებისთვის.

უსიტყვოდ ვაპირებდი მის დატოვებას, მაგრამ მისმა გატეხილმა ხმამ შემაჩერა. მევედრებოდა რამე მაინც მეთქვა, გამომეხატა ბრაზი, თუნდაც სიძულვილი, მხოლოდ ჩუმად არ წავსულიყავი.

°Love Ink°   Where stories live. Discover now