°15°

1.2K 185 57
                                    



_ჩიტს თავისი გზა აქვს კვერცხის ნაჭუჭიდან თავის დასაღწევად.
კვერცხი ქვეყანაა.
რომ დაიბადო ჯერ ქვეყანა უნდა დაანგრიო_

ჰესე

ჩემს დაბადებას ხუთი ადამიანი ესწრებოდა, მაგრამ სანამ დავიბადე ჯერ მოვკვდი, მოკვდა ყველაფერი თეთრი ჩემს სულში.
სიკვდილი არ იყო რთული, ყველაზე რთული დაბადება აღმოჩნდა.
რა საოცრება იყო ახალი სიცოცხლე და რაოდენ მტკივნეული ახალი სული.

ჩემი სხეული იმდენად იყო შეჩვეული სიმძიმეს, სიმსუბუქე ყველაზე დიდი ტვირთი აღმოჩნდა მისთვის.

ნანატრი თავისუფლება.

ახალი ხედვა.

ახალი სამყარო.

მე ვიბრძოლე.

მე დავიბადე.

მე გავიმარჯვე.

და ვიჯექი მარტო სარკის წინ ჩემს სულს რომ ირეკლავდა, ვიჯექი და მარტო ავღნიშნავდი ჩემს გამარჯვებას.

ყოველი დღე სარკესთან ჯდომით მთავრდებოდა, იქ ყველაზე კარგად ვამჩნევდი ცვლილებებს ჩემში.

ყველა იარა, ახალ მუქ რგოლს აჩენდა ჩემი თვალის გუგებზე.

ყოველ დღე დაკვირვების მიუხედავადაც კი ვერ მივხვდი როდის გახდა ჩემი თვალები შავი, ისეთივე შავი როგორიც მას ჰქონდა.

'ნეტა მისი თვალებიც თაფლისფერი იყო თავიდან?'

ბოლო მუქი წრე იმ დღეს შემოირტყა თვალმა და დასრულებული სახე მიიღო.

ვუყურებდი ჩემს გამოსახულებას, ნელი მოძრაობით სისხლის წვეთებს ვიწმენდი სველი ჩვრით.

ავღნიშნავდი საკუთარ სიკვდილს ხელახლა დაბადებისთვის.

°°°

განვლილი ოთხი თვე.

"ეს მხოლოდ სამიზნეა თეჰიონ, მხოლოდ ხის ნაჭერი, შენ ამასაც კი ვერ უმკლავდები."

°Love Ink°   Where stories live. Discover now