°20°

1.2K 183 46
                                    

მესამე პირი (POV)

_სანთელს რომ აანთებენ, ჭურჭელქვეშ კი არ დგამენ, არამედ სასანთლეზე, რომ ყველას გაუნათოს სახლში. ასევე ანათებდეს თქვენი ნათელი ადამიანთა წინაშე_

მათეს სახარება
თავი 5

ჯიმინს სახე მიტკალივით გაფითრებოდა.
სიცოცხლის ნიშან-წყალიც არ ეტყობოდა, მის მწუხარებით აღსავსე სახეს.

სანაყინეში უამრავი თვალი აკვირდებოდა ბიჭს.
თეჰიონის ხმაურიანმა წასვლამ დიდი ყურადღება დაიმსახურა.

ბიჭიც ისე ხმაურიანად წამოდგა სკამიდან, როგორც რამდენიმე წუთით ადრე მისი მეგობარი და სანაყინე დატოვა.

უკან მოიტოვა მოჩურჩულე ადამიანების ბრბო, რომელთაც დღის სალაპარაკო თემა მისცემოდათ.

უსიცოცხლო სხეულმა მალე მოლიც უკან მოიტოვა და პირდაპირ მომლოდინე მანქანისკენ დაიძრა.

კარი გააღო, უსიტყვოდ ჩაჯდა მანქანაში.
მის სმენას ხვდებოდა კითხვები, რასაც
გვერდით მჯდომი ასე მონდომებით, ერთი მეორეს მიყოლებით უსვამდა, მაგრამ მის გონებას ვერ სწვდებოდნენ კითხვების შინაარსი. ვერც პასუხს პოულობდა.
ერთი წერტილისთვის გაეშტერებინა თვალი და მთელი მონდომებით აკვირდებოდა მის წინ, შავი სავარძლის საზურგეზე არსებულ თეთრ ბეწვს.

მაგრამ ჯიმინი იქ ბეწვს არ ხედავდა, რომელიც ასე მონდომებით იყო შემოსკუპებული შავ მატერიაზე.
იქ ხედავდა თეჰიონს, სინათლით სავსე თეჰიონს, ასე გაშმაგებით რომ მიაქანებდა ბნელი და შმაგი ცხოვრება თავისკენ. ხედავდა სინათლეს, სიბნელის მანათობელ სინათლეს.
დამარხულ სინათლეს.
თვალები თანდათან ებურებოდა, ერთ ადგილას დიდი ხნით გაშტერებისგან.
თეთრი ბეწვი ნელ-ნელა კარგავდა ფერს, ის ნაწილი ხდებოდა იმ სიშავის, რაზეც ასე თავმომწონედ დაედო ბინა.
ისევე, როგორც თეჰიონის ლამპარი იქცეოდა მბჟუტავ ნათებად.
მიტოვებული ცეცხლი, ხო ჯიმინის აზრით სწორედ მიტოვებულ ცეცხლს ჰგავდა თეჰიონი.

°Love Ink°   Where stories live. Discover now