°6°

1.2K 192 23
                                    

იმ ღამით, როცა ყველას ეძინა მის ოთახში შევიპარე.
ამას რატომ ვაკეთებდი? უბრალოდ გონება მთხოვდა გამეკეთებინა და მეც მის ბრძანებას ვემორჩილებოდი.
ფრთხილად ჩამოვწიე სახელური და კარის ოდნავ ჭრაჭუნზე მთელი სხეული დამეძაბა.
რომ გაღვიძებოდა?
უკვე მის საწოლთან ვიდექი და ცარიელ ადგილს დავჩერებოდი. ის იქ არ იყო. სხეული, რომელიც ღრმა ჭრილობას ასე ებრძოდა, უფრო მეტად ბრძოლობდა იმისთვის, რომ ვინმეს მოსავლელი არ გამხდარიყო.
მთელი დღის მანძილზე არ მინახავს,
მთელი დღის მანძილზე ერთხელ არ გამოსულა ოთახიდან და მაშინ როცა მისი ნახვა დავაპირე იქ სიცარიელის მეტი არაფერი დამხვდა.მხოლოდ მისი სუნი.
ღრმად ჩავისუნთქე ჰაერი და უკან ისევ ფრთხილი ნაბიჯებით გამოვბრუნდი.
სამზარეულოს დახლი რატომღაც ახლო მეგობრად იქცა ჩემთვის და ჯანგუკის ოთახიდან გამოსულიც, სწორედ იმ დახლთან ვიდექი, საკუთარ ხელებს დავყრდნობოდი და მომცრო ფანჯრიდან სიბნელეს გავყურებდი.
ვფიქრობდი, ძალიან ბევრს ვფიქრობდი.
ვფიქრობდი იმდენს, რამდენის გაფიქრებაც წამებში შეიძლება მოასწროს ადამიანის გონებამ.
რას ვაკეთებდი იქ?
საერთოდ რატომ აღმოვჩნდი ამ სიტუაციაში?
როდის მომიწევდა სახლში დაბრუნება?
სახლში სადაც ალბათ უკვე ერთი კვირა იყო მეძებდნენ.
ვფიქრობდი ისტორიაზე,ისევ იმ დაწყევლილ ისტორიაზე.
ვფიქრობდი მასზე და მის შავ თვალებზე.
ხელი უნებლიედ იმ ადგილზე მოვიკიდე, სადაც მისი ხელწერა მქონდა, სადაც მან ის სამუდამოდ ამოტვიფრა.

"მოჩვენებასავით რატომ დადიხარ კიმ?"

ჩემი ტრანსიდან მდარე ხმამ გამომაფხიზლა.
შევკრთი მოულოდნელობისგან,მაგრამ არა შიშისგან.
ხელი დახლზე დავაბრუნე და ისევ უსასრულო წყვდიადს გავუსწორე მზერა.
მინდოდა მისკენ შებრუნება, მინდოდა დამენახა მისი მკაცრი სახე, მაგრამ საწყის პოზიციაზე გადავწყვიტე დარჩენა.

"აქ რატომ ვარ JK?"

"იცი რატომაც."

წარმოვიდგინე როგორ იყო მიყრდნობილი კარის ზღუდეს. წარმოვიდგინე მისი სახე, როგორ ებრძოდა ტკივილს.

°Love Ink°   Donde viven las historias. Descúbrelo ahora