მესამე პირი (POV)
გაიცანით JK?
არა თქვენ ჯერ ჯანგუკს არ იცნობთ.არავინ იბადება ცოდვილად,
ცოდვილები ხდებიან.
დაცემულ ანგელოზსაც ჰქონდა პირველად ფრთები.
პირველმოდგმის ცოდვა?
არ გამაცინოთ."ჯანკო~~"
" მამა."
სათამაშოების გროვას მოსცილადა ხუთი წლის ბიჭუნა და მამაკაცისკენ ხელებ გაშლილი გაიქცა.
"ჩემო ბიჭო, ხომ გითხარი მე მამაშენი არ ვარ."
მკერდზე მიხუტებულ ბიჭს მჭიდროდ მოავლო დიდრონი ხელები მამაკაცმა.
"მაგრამ~~"
"შენ გყავდა მამა, დედაც, არაუშავს თუ ისინი არ გახსოვს, მთავარია იცოდე რომ ისინი არსებობდნენ. მე მხოლოდ ის ვარ ვინც მათ მაგივრობას გიწევს."
პატარა ბიჭმა თავი დაუქნია თანხმობის ნიშნად, ხშირად სმენია ეს სიტყვები მისგან.
ხშირად უთქვამს მამობილს, რომ უნდა ახსოვდეს საიდან მოდის."ჰიუნსიკ წასვლის დროა."
კარი მაღალმა მამაკაცმა შეაღო.
"ჯიჰან ჯერ ახლა მოვედით."
"სასწრაფოა."
მხოლოდ ამ სიტყვით კარი ისევ გაიხურა მამაკაცმა.
"ჩემო ბიჭო მაპატიე, დღეს დიდი ხნით ვერ დავრჩი, ბიჭებს მოუბოდიშე რომ ვერ ვინახულე, შემდეგში გპირდები თქვენთან ერთად მეტ დროს გავატარებ."
რაც თავი ახსოვდა პატარა ბიჭს მის გვერდით ყოველთვის იყო მამაკაცი სახელად ჰიუნსიკი.
მხოლოდ ამ კაცის წყალობით იყო ნათელი ყოველი ბავშვთა თავშესაფარში გატარებული დღე. მისთვის და კიდევ ოთხი ბიჭისთვის.ჯანგუკი ყველაზე უმცროსი იყო ჰიუნსიკის რჩეულთა შორის.
ყველაზე უმცროსი და ყველაზე გამორჩეული.
YOU ARE READING
°Love Ink°
Fanfiction02/08/2019-03/11/2019(completed) ©მარიამი "დარწმუნებული ხარ რომ სწორედ ამის დახატვა გინდა?" "დიახ ვარ." ჯიუტად ვუპასუხე. "არ მგონია JK ამ ამბავმა გაახაროს." თვალები აატრიალა მაღალმა მამაკაცმა და იქვე კუთხეში სავარძელში მჯდარ მამაკაცს შეხედა, რომელი...