პროლოგი

6.5K 214 10
                                    

  სიცოცხლის ბოლომდე ყველას ერთი უყვარს. სხვაში საკუთარ თავს ვეძებთ და როცა ვპოულობთ, გვიყვარდება. სიგიჟემდე გვიყვარდება და ეს ყველაფერი ცხოვრების ბოლომდე გრძელდება.

  ადამიანმა შეიძლება თავი მოიტყუოს, მაგრამ ჩვენ მსგავსს მხოლოდ ერთხელ ვპოულობთ... ეს სიმართლეა, ნამდვილი სიყვარული ერთხელ მოდის და ყველა დანარჩენი მისი განმეორების მცდელობაა.

  სიცოცხლის ბოლომდე ყველას ერთი უყვარს...

  იცი მაინც რამდენი ხანია მარტო მიწევს ყველაფრის გადალახვა? იცი მაინც რამდენი ხნის წინ მოვკვდი? მე მაშინ მოვკვდი ჩემზე უარი რომ თქვი. მარტოობისათვის და უსიყვარულობისთვის რომ გამწირე, მაშინ მოვკვდი.

  მეტსაც გეტყვი, მე არ მოვმკვდარვარ, მომკლეს. სულ არ შეგცოდებივარ, გული ისე დამიჩეხე! ისე გამომფიტე, რომ თავადაც ვერ გაიაზრე, რას აკეთებდი! ისე დამტოვე, ჩემამდეც არ მოსულხარ!

  არადა სიცოცხლის ბოლომდე ყველას ერთი უყვარს... სიცოცხლის ბოლომდე მეც ერთი მეყვარება...

წარსული თავისას იბრუნებს (დასრულებულია)Where stories live. Discover now