ბედავს ეჭვიანობას

2.3K 140 56
                                    

- წავიდა? - ჩუმ ოთახში ძალიან ხმამაღალი მომეჩვენა მიას სიტყვები და შევხტი კიდეც.

- ჰო.

- მადლობა, რომ დამიცავი.  - ისევ დასჯილი ბავშვივით იდგა თავდახრილი. - რატომღაც ვიფიქრე, შემიძულებდი, როცა გაიგებდი როგორ ვიჩქარე. მეგონა, გამაგდებს რომ გაიგოს ორსულად ვარ-მეთქი, ამას კი მეორედ ვეღარ გადავიტანდი. შენ კი არც შეგიმჩნევია, რომ არ იცოდი.

- მია, ეს შენი და დემეტრეს საქმეა. არავის აქვს უფლება, თქვენს ურთიერთობაში ჩაერიოს. განა ალექსანდრე მუდმივად იმას არ ამტკიცებს, რომ უცებ შევუყვარდი?

- თქვენ ძალიან დიდი ხანი იცნობდით ერთმანეთს.

- ხო, მაგრამ ამბობდა, სულ მიყვარდიო. შენი სიცოცხლის გარისკვა არ მინდოდა და ამიტომ ვერ გეუბნებოდი, თორემ ისე სულ მიყვარდიო. - გამახსენდა, ერთ საღამოს სახურავზე რომ ვისხედით და ამას მეუბნებოდა. გულით ვგრძნობდი, გულწრფელი რომ იყო.

- ძალიანაა ჩემზე ნაწყენი. - ცრემლები წამოუვიდა. მაშინვე მივუახლოვდი და მოვეხვიე.

- თავადაც აღიარა, ჩემებმა სულ სხვანაირად დახატეს სიტუაციაო. გაბრაზებული არაა. უბრალოდ მოულოდნელი იყო ეს ყველაფერი. გაუვლის დამიჯერე, შენ ხომ მისი პატარა დაიკო ხარ.

- შეცვლილია. ასეთი არასოდეს მინახავს.

- ხომ იცი, რომ ბრაზიანია, ცოტა უჟმურიც, - ორივეს ჩავგვეცინა. - მაგრამ არასოდეს მინახავს ადამიანი, რომელსაც მასზე მეტად შეუძლია სიყვარული.

- ალბათ, მართალი ხარ.

- წამოდი, ჭამე რამე, კარგი?

- არ მშია.

- პატარა ნაკაშიძეს შია. - გავუღიმე და მუცელზე ვანიშნე. ბედნიერმა გადაიკისკისა და სამზარეულოსკენ გაიქცა.

- ღმერთო, ძალიან მომშიებია. - ამოიჩურჩულა და სკამის საზურგეს მიეყრდნო როცა მთელი ვაზა ხილი შეჭამა.

წარსული თავისას იბრუნებს (დასრულებულია)Where stories live. Discover now